კრიშტიანო რონალდო: მგონი, მსაჯი უსინათლო იყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ "მალაგასთან" ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ  შედეგს მოულოდნელი უწოდა.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ასეთ შედეგს არ ველოდი, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შესაძლებელია.

რაც შეეხება მთავარ მსაჯ მიგელ ანხელ გომესს, ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებისას უსინათლოს შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მისი განსჯა არ მსურს.

როდესაც გოლი ვერ გაგაქვს, შესაძლოა ამისთვის დაისაჯო. დღევანდელ მატჩში სწორედ ასე მოხდა.

ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვჯერა, რომ ჩემპიონები გავხდებით", - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული