დანიელ ალვეში: მე ის ვარ, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ მისთვის "ბლაუგრანას" ჩემპიონობაზე ფიქრი უტოპიური არ არის.

ამ დროისთვის კატალონიელები სამეფო კლუბს რვა ქულით ჩამორჩებიან.

"რა თქმა უნდა, ქულებში სხვაობა მცირე არ არის, თუმცა "რეალს" რთული მატჩები ელის. მე კი იმათგანი ვარ, ვისთვისაც შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, ბოლომდე ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, როგორც ამას გასულ სეზონებში ვაკეთებდით", - განაცხადა ალვეშმა.

აღსანიშნავია, რომ "რეალი"-"მალაგს" მატჩის წინ კატალონიელთა თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა სრულიად საწინააღმდეგოს ამბობდა. მან განაცხადა, რომ "ბარსელონას" ჩემპიონობა მიმდინარე სეზონში ყველამ უნდა დაივიწყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული