შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა, კასორლამ ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის ბოლო წუთებზე შეძლო.
"ძალიან კარგად ვითამაშეთ. ფორტუნა აშკარად ჩვენ მხარეს იყო. გოლის გატანა შეხვედრის ბოლო წუთებზე შევძელით.
კარგია, რომ ბოლომდე ვიბრძოდით. ასეთ მატჩებში გოლი შეიძლება ნებისმიერ დროს გავიდეს.
რაც შეეხება ჩემს საჯარიმო დარტყმას, პირველ ტაიმშიც ანალოგიური მომენტი მქონდა, თუმცა ბურთი კარს ასცდა", - თქვა კასორლამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით