"ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირს სამი გოლი ჩამოართვეს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ სესარ როდრიგესს გატანილი გოლების რაოდენობა 235-იდან 232-ამდე შეუმცირა.

ამის შესახებ 19 მარტს სპეციალური გამოკვლევის შედეგად გახდა ცნობილი, რომელიც "ბარსელონას" სტატისტიკურმა განყოფილებამ ჩაატარა.

გამოკვლევის მსვლელობისას კლუბის სპეციალისტებმა და გაზეთებმა სხვადასხვა წყაროთი ყველა მატჩი გადაამოწმეს, რომელშიც სესარი მონაწილეობდა და დაასკვნეს, რომ "ბარსელონას" ოფიციალურ თამაშებში მან არა - 235, არამედ 232 გოლი გაიტანა.

კლუბის საუკეთესო ბომბარდირად, მატჩების სტატუსისგან დამოუკიდებლად, პაულინო ალკანტარა მიიჩნევა. 357 ოფიციალურ და ამხანაგურ თამაშში მან 369 გოლი გაიტანა.

სესარი 1995 წელს 74 წლ
ის ასაკში გარდაიცვალა. ის "ბარსელონაში" 1939-იდან 1955 წლამდე გამოდიოდა. ამას გარდა, ის სხვა ესპანურ კლუბებში, ასევე ესპანეთის და კატალონიის ნაკრებებში თამაშობდა.

ჩატარებული გამოკვლევის შედეგები კი ნიშნავს, რომ ლიონელ მესის სესარის რეკორდის გამეორება და დამხობა უკვე 20 მარტს შეუძლია. ამ დღეს "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩში "გრანადასთან" ითამაშებს. ამ დროისთვის 24 წლის მესის ანგარიშზე კატალონიური კლუბის მაისურით გატანილი 231 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული