ლასანა დიარა: "ბარსელონას" შედეგებზე არ ვფიქრობთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ირწმუნება, რომ "სამეფო კლუბი" მხოლოდ საკუთარ თამაშზე ფიქრობს და არა უახლოესი მდევრის - "ბარსელონას" შედეგებზე.

"მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ, რადგან ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ დანარჩენ თამაშებს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით. ეს ფაქტია, რომელსაც ვერავინ უარყოფს. ასე რომ, კატალონიელებზე სულ არ ვფიქრობთ.

"მალაგასთან" ფრე ჩვენთვის დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ეს სამყაროს დასასრული არ არის. ჩვენ კვლავ ვლიდერობთ", - განაცხადა ლასანა დიარამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული