ერიკ აბიდალმა ფაბრის მუამბას მხარდაჭერა გამოუცხადა
AutoSharing Option
ვინ ვინ და, ერიკ აბიდალმა კარგად იცის, რას ნიშნავს სიცოცხლისთვის ბრძოლა. "ბარსელონას" მცველმა გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მყოფ "ბოლტონის" ჰავბეკ ფაბრის მუამბას მხარი დაუჭირა.
"ფაბრის, მთელი გულით შენთან და შენს ახლობლებთან ვარ!" - დაწერა ერიკ აბიდალმა ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ მუამბა დღემდე რეანიმაციაში იმყოფება, "ბარსელონას" მცველს კი მალე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ელის.