ჟოზე მოურინიომ ფაბიო კოენტრაო სიგარეტის მოწევის გამო დასაჯა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფაბიო კოენტრაო "ვილიარეალთან ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა, რადგან თავისი თანამემამულის დასჯა გადაწყვიტა.

საქმე ისაა, რომ კოენტრაო რესტორნიდან გამოსვლისას სიგარეტის მოწევაში შეამჩნიეს.

ამასთან დაკავშირებით მოურინიოს თანაშემწე აიტორ კარანკამ განაცხადა: "ეს ჩვენი კლუბის შიდა საქმეა, კოენტრაო გუნდთან ერთად ვარჯიშობს".

მასმედიის ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს დააჯარიმებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კუენტრანი მართალი ხარ :)))))))00
bondo
11:50 21-03-2012
0

სიახლეები პოპულარული