კრიშტიანო რონალდომ სეზონში 37 საჯარიმოდან ვერცერთი გაიტანა

AutoSharing Option
თუ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველები, კროოსი და რიბერი, იმის გამოსარკვევად, თუ ვინ დაარტყამს ჯარიმას, ყველასთვის ნაცნობ საბავშვო თამაშს "ჯეირანს" თამაშობენ, მადრიდის "რეალში" ეს საკითხი კარგა ხანია არ დამდგარა.

ჯარიმებს ყოველთვის ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდო ურტყამს, თუმცა გუნდში ბევრი ოსტატია: იოზილი, კაკა, ჩაბი ალონსო, ბენზემა. მაგრამ უახლოეს ხანში ერთ-ერთი მათგანი "სამეფო კლუბის" ვარსკვლავს კონკურენციას გაუწევს, მიმდინარე სეზონში ხომ ჯარიმიდან რონალდოს ჯერაც არ გაუტანია.

ამასთან, პორტუგალიელი ჯარიმებს არა მხოლოდ თავის გუნდში, ევროპაშიც ყველაზე ხშირად ასრულებს: 37 დარტყმა და არცერთი გოლი…

ყველა ევროპულ ჩემპიონატს შორის
ამ მაჩვენებლით საუკეთესო "მალაგას" ნახევარმცველი სანტი კასორლაა: 21 დარტყმა, 4 გოლი. ბოლოს მან სწორედ რონალდოს გუნდი დაამწუხრა, როდესაც უკვე დამატებულ წუთებზე საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაუთანაბრა.

საჯარიმო დარტყმების ყველაზე ზუსტი შემსრულებელი კი "სანდერლენდის" შვედი ფეხბურთელი სებასტიან ლარსონია: 10 დარტყმა, 3 გოლი. შემდეგ მოდიან ჩავი ( 2 გოლი 10 საჯარიმოდან), უეინ რუნი ( 2 11-დან), მორტენ-ჰამსტ პედერსენი ( 2 15-დან).

ამ მხრივ კრიზისი, როგორც ჩანს, ყველა რეკორდის დამამხობელ ლიონელ მესისაც შეეხო: 21 დარტყმა და მხოლოდ ერთი გოლი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს 37 საჯარიმო დარტყმა ალბათ მხოლოდ პრიმერაში არის დათვლილი.. წინააღმდეგ შემთხვევაში უზუსტობა გაპარული. ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაზე ლიონთან გასვლით შეხვედრაში რონალდომ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა გოლი :) ნუ დავუკარგავთ ადამიანს :)
:) :)
17:46 21-03-2012
0

სიახლეები პოპულარული