ჟოზე მოურინიომ და "რეალის" ფეხბურთელებმა მედიასთან შეხვედრაზე უარი თქვეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებმა და გუნდის ფეხბურთელებმა, მარსელო ჟუნიორის გამოკლებით, "ვილიარეალთან" (1:1) მატჩის შემდეგ მასმედიასთან კონტაქტზე უარი განაცხადეს.

მოურინიომ თავის თანაშემწეებს და ფეხბურთელებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა თავად დაუშალა. პორტუგალიელი სპეციალისტი მატჩის არბიტრ პარადას რომეროს მოქმედებებით განრისხებული იყო.

მსაჯმა 82-ე წუთზე "სამეფო კლუბის" კარის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმა დანიშნა, რომლის შემდეგაც მარკოს სენამ გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული