"არის ხალხი, ვისაც შეუძლია ამაყად თქვას, რომ პელეს და მარადონას თამაში ცოცხლად უნახავს. მე კი შემიძლია იმის თქმა, რომ მესის თამაშის თვითმხილველი ვარ.
საუბარია სრულიად უნიკალურ ფეხბურთელზე, რომელსაც ვერავინ შეედრება. ხანდახან მას პასს აძლევ და თამაში გავიწყდება. უბრალოდ, უყურებ, თუ რას აკეთებს ის.
მას ყველაფერი წინ აქვს, მათ შორის, არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ვფიქრობ, სამშობლოში უფრო მეტად უნდა ენდობოდნენ", - განაცხადა ალკანტარამ.