იოჰან კრუიფი: ლიონელ მესი ბავშვებისთვის შესანიშნავი მაგალითია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა იოჰან კრუიფმა გუნდის თავდამსხმელი ლიონელ მესი შეაქო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი კატალონიური კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როდესაც "გრანადას" თავის 234-ე გოლი გაუტანა.

მესიმ "ბარსას" ყოფილ ფორვარდ სესარ როდრიგესს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 232 გოლია.

"მესი ფეხბურთისთვის მარგალიტია, რომელიც ბავშვებს ასწავლის. როცა მის თამაშს ვუყურებ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბურთი სხეულზე მიწებებული აქვს. ამით თავის დროზე დიეგო მარადონა გამოირჩეოდა.

მესი იმითაც გვაოცებს, რომ ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა იმ ყველაფრის გამოყენება უნდა იცოდეს, რაც თამაშში ნებადართულია. მაგალითად,
მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება ძლიერი ფეხით რთული არაა, მაგრამ ამის სუსტი ფეხით გაკეთება რთულ მდგომარეობაში ძალიან ძნელია", - განაცხადა კრუიფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული