იუბილარი სერხიო რამოსი - 300 მატჩი და 11 წითელი ბარათი მადრიდის "რეალის" მაისურით

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩი მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველისთვის, სერხიო რამოსისთვის საიუბილეო გამოდგა.

"ვილიარეალთან" (1:1) შეხვედრა რამოსისთვის "სამეფო კლუბის" რიგებში ჩატარებული რიგით მე-300 მატჩია.

გარდა ამისა, ესპანელმა ფეხბურთელმა არცთუ სასიამოვნო რეკორდიც დაამყარა. "რეალის" ისტორიაში რამოსი მოედნიდან ყველაზე მეტჯერ გააძევეს. "ვილიარეალთან" მატჩში მან მე-11 წითელი ბარათი მიიღო და ამ მხრივ თავისი კლუბის რეკორდსმენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი "რეალში" 2006 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან 36 გოლი გაიტანა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული