მადრიდის "რეალის" ფანტასტიკური პროექტი - საფეხბურთო კუნძული

AutoSharing Option
ფოტო ვიდეო
ჟოზე მოურინიომ, ზინედინ ზიდანმა, ქარიმ ბენზემამ და სერხიო რამოსმა თემატური პარკის პროექტი წარადგინეს, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განხორციელდება.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა პრეზენტაცია, რომლის მიხედვით, პარკში სპორტული ნაგებობები, ნავსაყუდელი, სასტუმროები, ვილები, ატრაქციონები, კლუბის მუზეუმი და სტადიონი იქნება, რომელსაც ერთ მხარეს ზღვა ესაზღვრება.

"ეს გადამწყვეტი და სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ჩვენს მდგომარეობას გაამყარებს", - თქვა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პროექტ "Real Madrid Resort Island"-ის წარდგენის დროს, რომელიც 2015 წელს უკვე მზად იქნება.

პროექტის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია.

მომზადებულია
The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული