თუმცა ფეხბურთელი პირად მიღწევებს შესაშური ინტენსივობით აუმჯობესებს, რაზეც მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარში მის მიერ გატანილი 35 გოლიც მეტყველებს.
"რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ შემდეგ კარგ შედეგებს მიაღწიო. პირადი მიღწევები კი მხოლოდ დამატებითი სტიმულია და არა მთავარი მიზანი. ჩემთვის "რეალის" შემადგენლობაში მთავარი გუნდური წარმატებაა", - განაცხადა რონალდომ.