"ყოველთვის როდესაც მოედანზე გამოვდივარ, მზად ვარ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ შესაძლოა მეორე ადგილი დავიკავოთ. სეზონის ბოლომდე სულ 8 მატჩი დარჩა და მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
მიხარია, რომ "ოსასუნას" სახით საკმაოდ რთული მეტოქე დავამარცხეთ. შესანიშნავად ვითამაშეთ და სრულიად დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ასეთი შეხვედრები თავდაჯერებას გვმატებს.
ახლა შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით. თუ მას სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ, ტიტული ჩვენ დაგვრჩება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონობას ხელიდან არ