მადრიდის "რეალისა" და იკერ კასილიასის რეკორდები

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 31-ე ტურის მატჩი პამპლონას "ოსასუნასა" და მადრიდის "რეალს" შორის, "სამეფო კლუბისთვის" საიუბილეო გამოდგა.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, "ოსასუნუსთან" (5:1) გამარჯვება მადრიდელებისთვის პრიმერაში რიგით 1500-ე გახდა.

გარდა ამისა "სამეფო კლუბში" კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა. გუნდის მეკარესთვის იკერ კასილიასისთვის "ოსასუნასთან" ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩი 450-ე გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ კასილიასმა ესპანეთის ჩენპიონატში "სამეფო კლუბის" მაისურით პირველად 1999 წლის 12 სექტემბერს ბილბაოს "ატლეტიკთან" ითამაშა. მატჩი ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული