ეჭვიც არ გვეპარება - ახლა ორივე გუნდს ობიექტური მიზეზების გამო "ნაკლები სისხლით" მოუწია ფონს გასვლა... ფონი კი "ბარსამ" გადალახა, "ბილბაომ" - ვერა - 2:0.
"რეალმა" სასაკლაო მოუწყო "ოსასუნას" მისსავე ციხე-სიმაგრეში. აღშფოთებული ნავარელები, რაც კი ხელთ მოხვდებოდათ ტრიბუნებზე, ყველაფერს "რეალის" ფეხბურთელებს ესროდნენ, მაგრამ ამით ვერაფერი დააკლეს რონალდოს და კომპანიას - 1:5.
გრანდებს შორის სხვაობა ისევ 6 ქულაა, მაგრამ ჩემპიონს ახლა უკვე 8 მატჩი რჩება
ორი სუიციდი
31 მარტს ორმა გუნდმა თითქმის მოაწერა ხელი თვითმკვლელობაზე (ესპანეთში ლა ლიგიდან გავარდნა, ხშირად, მართლაც ყველაფრის დაკარგვის ტოლფასია) - "რასინგმაც" და "სპორტინგმაც" წააგეს, თანაც შინ და თან უშუალო კონკურენტებთან. ხავიერ კლემენტეს "სპორტინგმა" "ელ მოლინონზე" აქამდე ბოლოადგილოსან "სარაგოსასთან" დათმო - 1:2.
პირველ ტაიმში დავიდ მატეოსის პასით პორტუგალიელმა ელდერ პოშტიგამ დააწინაურა არაგონელები. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სებასტიან ეგურენმა თავით გაათანაბრა, თუმცა ანხელ ლაფიტამ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა "სარაგოსას", რომლის გადარჩენისა აქამდე უკვე აღარავის სჯეროდა.
სანტანდერში "გრანადას" ბრაზილიელმა მცველმა გილერმე სიკეირამ მოაგებინა, რომელმაც შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე პენალტით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, "რასინგი" ბოლო ადგილზე ჩაეშვა. პენალტი არგენტინელი მცველის, ბერნარდო სუნიგას უხეში თამაშის გამო დაინიშნა.
ეს არის გაჭირვება?
"რეალს" წესით და რიგით, უჭირს ნავარაში თამაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მსგავსიც არაფერი ყოფილა. "სამეფო კლუბმა" ტაიმი 3:0 მოიგო. ისე კი, "ოსასუნა" დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.
"რეალიდან" ორი დუბლი კრიშტიანო რონალდოს და გონსალო იგუაინის სახელზეა. ანგარიში კი ქარიმ ბენზემამ გახსნა ბრწყინვალე დარტყმით - მან რონალდოს ჩამოწოდება გამოიყენა. შემდეგ რონალდომ თავად გაიტანა შორი მანძილიდან ახლო კუთხეში. ტაიმის ბოლოსკენ კი იგუაინმა მეკარე ანდრეს ფერნანდესს თავზე გადაუგდო ბურთი.
მეორე ტაიმის დასაწყისში "ოსასუნას" ფორვარდმა ნინომ თავით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა შემდეგ რონალდომ და იგუაინმა კიდევ გაიტანეს გოლები.
სერხიო რამოსმა ამ მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მე-10 გამოდგა მისთვის. შესაბამისად, ის "ვალენსიასთან" დაპირისპირებას გამოტოვებს.
დაქანცულთა დუელი
"ბარსელონამ" და "ბილბაომ" მომქანცველი ევროთასების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენეს. კატალონიელთა უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა 40 წუთი გორკა ირაისოსის კარი ხელშეუხებელი იყო. შემდეგ ბასკების შეცდომას ლიონელ მესის პასი და ანდრეს ინიესტას ბრწყინვალე გოლი მოჰყვა.
მეორე ტაიმში ხავი მარტინესმა ხელით დაიჭირა კრისტიან ტელიო, მესიმ კი პენალტით სეზონის 36-ე გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულებას 10 წუთი აკლდა, როცა შეცვლაზე შესულმა იკერ მუნიაინმა კინაღამ გაიტანა, ჟერარდ პიკემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. ეს იყო და ეს, "ბარსამ" მშვიდად მოიპოვა სამი ქულა - 2:0.
დერბი სტუმრებს დარჩათ
ანდალუსიური დერბი ბევრისთვის მოულოდნელად დასრულდა - "მალაგა", რომელიც ქულებით უკვე გატოლებული იყო "ვალენსიასთან", შინ 0:2 დამარცხდა "ბეტისთან".
ანგარიშის შემდეგ ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ "მალაგა" ამ შეხვედრაში აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზუსტად მასე იყო. ტაიმის ბოლოსკენ ჯერ რუბენ კასტრომ თავით (ბენატის ჩამოწოდების შემდეგ) გაიტანა, შემდეგ კი თავი ხოსე ანტონიო დორადომ გამოიჩინა (ისევ ბენატის ჩამოწოდების შემდეგ).
ცალკარა დერბი
მადრიდული დერბი კი "ატლეტიკოს" დარჩა. დიეგო სიმეონეს გუნდმა "ხეტაფე" 3:0 გაანადგურა. "ლოს როხიბლანკოსის" უპირატესობა აშკარა იყო. დიდებულად ითამაშა ედუარდო სალვიომ, ბრწყინვალედ დაუბრუნდა გუნდს დიეგო, კარგები იყვნენ ფლანგის მცველები.
სალვიომ ფილიპე ლუიშის ჩაწოდების შემდეგ თავით გახსნა ანგარიში.
მეორე ტაიმში ჯერ დიეგომ გაიტანა, მისი თავური ხარიხას მოხვდა და ბურთი უკან დაუბრუნდა. ბრაზილიელმა მეორე ცდაზე იყოჩაღა. ბოლოს ხუანფრანის ჩაწოდებას რადამელ ფალკაო გამოეხმაურა, რომელმაც ლა ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა.
თეთრი ცხვირსახოცები მესტალიაზე
კვირის მთავარი მატჩი, უდავოდ, ვალენსიური დერბი იყო "მესტალიაზე". გუნდებმა გოლები გაცვალეს - ჟონასს არუნა კონემ უპასუხა. მატჩის მიწურულს ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.
"მესტალია" თეთრი ცხვირსახოცებით აცილებდა "ღამურებსა" და მათ თავკაც უნაი ემერის, რაც ესპანეთში უკიდურესი პროტესტის ნიშანია. მიუხედავად ამისა, "ვალენსია" მესამე ადგილზე რჩება.
ტურის ამბების აკიდო
ოსასუნა-რეალი 1:5: გონსალო იგუაინმა ლა ლიგაში "რეალის" მე-100 გოლი გაიტანა. მან ეს თამაშის მიწურულს გააკეთა, როცა რონალდოს ჩაწოდება თავით დაასრულა ლოგიკურად. "სამეფო კლუბის" საშუალო მაჩვენებელი ფანტასტიკურია - 3,23 გოლი მატჩში. ეს გამარჯვება "რეალისთვის" 1 500-ეა ლა ლიგაში. "ლოს მერენგესი" პირველი გუნდია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. "რეალს" საამისოდ 2 564 მატჩის გამართვა დასჭირდა. მარსელომ მე-200-ედ მოირგო კლუბის მაისურა.
ოსასუნა-რეალი 1:5: კრიშტიანო რონალდოს გოლი საჯარიმო დარტყმით არა მარტო პირველი იყო პორტუგალიელისთვის ლა ლიგის წლევანდელ სეზონში, არამედ "რეალისთვისაც" პირველი გოლი იყო საჯარიმო დარტყმით. აქვე აღვნიშნავთ, რომ პორტუგალიელს რიკოშეტი დაეხმარა.
სპორტინგი-სარაგოსა 1:2: მატჩის შემდეგ ხავიერ კლემენტემ ("სპორტინგის" თავკაცი) შეურაცხყოფა მიაყენა "ონდა სეროს" ჟურნალისტ ხუან განსედოს. როგორც ჟურნალისტმა "ტვიტერზე" დაწერა, ბასკმა სპეციალისტმა მას ნაძირალა და სულელი უწოდა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტმა მისი მწვრთნელობის მეთოდს "მოძველებული" უწოდა. საპრესკონფერენციო დარბაზიდან განსედოს გასვლის შემდეგ კლემენტემ მას "ავადმყოფი" უწოდა და მეორედ აქ არ დავინახოო, დაიბარა.
ესპანეთი. ლა ლიგა. XXX ტური
რასინგი-გრანადა 0:1
რასინგი (4-3-3): მარიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - კოლსა, დიოპი (82. ხ. მარტინესი), ბედია - ბაბაკარი (46. არანა), სტუანი, ადრიანი (68. მუნიტისი).
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - კორტესი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - უჩე, აბელი (93. ლუსენა), ბენიტესი (86. სამპერიო) - იგჰალო (57. ხარა).
გოლი: 0:1 სიკეირა (89-პენ)
გაფრთხილება: კოლსა, სისმა, ბერნარდო სუნიგა - მაინსი, რობერტო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 7-16 (2-6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 13 000
სპორტინგი-სარაგოსა 1:2
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ორფილა (64. კანელია), ეგურენი, ი. ერნანდესი, ლორა - რივერა, ნაჩო კასესი - დე ლას კუევასი, ანდრე კაშტრო (64. ტრეხო), კოლუნგა - ბარალი (74. სანგოი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, მატეოსი (82. და სილვა), პარედესი, აბრაამი - დუიმოვიჩი (53. სუკულინი), პინტერი - ლაფიტა, აპონიო, ობრადოვიჩი - პოშტიგა (67. არანდა).
გოლები: 0:1 პოშტიგა (37), 1:1 ეგურენი (48), 1:2 ლაფიტა (90)
გაფრთხილება: ლორა, ერნანდესი, რივერა - პარედესი, ალვარესი, პინტერი, აპონიო, ლაფიტა, მატეოსი, ლუის გარსია (სკამზე)
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 20-30; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-11 (6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 24 500
ოსასუნა-რეალი 1:5 (იხილეთ ვიდეო)
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - როვერსიო (81. ეჩაიდე), სერხიო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო (65. ლამა), რ. გარსია, ლო (46. ლეკიჩი) - ნინო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, გრანერო - ბენზემა (83. ვარანი), იოზილი (80. დი მარია), რონალდო - იგუაინი (78. ფ. კოენტრაო).
გოლები: 0:1 ბენზემა (6), 0:2 რონალდო (36), 0:3 იგუაინი (39), 1:3 ნინო (47), 1:4 რონალდო (69), 1:5 იგუაინი (76)
გაფრთხილება: სერხიო, ფერნანდესი, ლამა - სერხიო რამოსი
გაძევება: მენდილიბარი (11. მწვრთნელი), ლამა (90)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-13 (1-7); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 19 800
ბარსელონა-ბილბაო 2:0 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი, ინიესტა (76. ჩავი) - სანჩესი (81. კეიტა), მესი, ტელიო (61. პედრო) .
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ეკიზა, აურტენეჩე - დე მარკოსი, იტურასპე, ი. პერესი (46. ანდერი) - სუსაეტა, ტოკერო (58. ფ. ლორენტე), ი. გომესი (46. მუნიაინი).
გოლები: 1:0 ინიესტა (40), 2:0 მესი (58-პენ)
გაფრთხილება: ბუსკეტსი - ხ. მარტინესი, იტურასპე, ტოკერო
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20-4 (14-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 88 200
მალაგა-ბეტისი 0:2
მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი (75. ბუონანოტე) - დემიკელისი, კასორლა - სება ფერნანდესი (59. ვან ნისტელროი), ისკო, ელიზეუ () - რონდონი.
ბეტისი (4-2-3-1): ფაბრისიო - ნელსონი, ამაია, დორადო, ნაჩო - კანიასი, ბენატი (52. ირინეი) - მონტერო (58. ხუანმა), რ. კასტრო, პერეირა - სანტა კრუსი (77. მატილია).
გოლები: 0:1 რ. კასტრო (39), 0:2 დორადო (45)
გაფრთხილება: ველიგტონი - ნაჩო, დორადო, ნელსონი, ფაბრისიო
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 9-21; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 20-7 (6-2); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 23 000
ატლეტიკო-ხეტაფე 3:0
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, პერეა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, გაბი - სალვიო, დიეგო (64. ადრიან ლოპესი), არდა თურანი (70. კოკე) - ფალკაო (77. ტიაგო).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, კატა დიასი, ალექსისი, მანე - ლასენი (56. კასკერო), ხ. როდრიგესი - დ. კასტრო, სარაბია (), გავილანი (78. სამუელი) - მიკუ.
გოლები: 1:0 სალვიო (24), 2:0 დიეგო (62), 3:0 ფალკაო (77)
გაფრთხილება: კოკე - ალექსისი, კატა დიასი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 25-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-10 (4-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 48 000
ვალენსია-ლევანტე 1:1
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა (76. ტ. კოსტა), პარეხო - ფეგული (76. პიატი), ჟონასი (86. ალკასერი), პ. ერნანდესი - ადურისი.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა (73. ფარინოსი) - ვალდო, ბარკერო (80. ღეზალი), ბოტელიო (89. რ. სუარესი) - კონე.
გოლები: 1:0 ჟონასი (34), 1:1 კონე (53)
გაფრთხილება: ფეგული, ერნანდესი, პარეხო - კაბრალი, ხუანფრანი, ბარკერო, სუარესი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-9 (4-2); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 39 000
სოსიედადი-ვალეკანო 4:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, დემიდოვი, ი. მარტინესი (66. ანსოტეგი), დე ლე ბელა - ილარამენდი (79. პარდო), ელუსტონდო - ველა, ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (76. ხ. ლორენტე).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, დიამანკა, არიბასი, კასადო - ფუეგო, მოვილია (59. ტრაშორასი) - ლ. ბანგურა (53. პიტი), მიჩუ (65. ტამუდო), არმენტეროსი - დ. კოშტა.
გოლები: 1:0 აგირეჩე (6), 2:0 ზურუტუზა (31), 3:0 გრიზმანი (51), 4:0 ველა (53)
გაფრთხილება: ანსოტეგი - დიამანკა, კოშტა, კასადო
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-9 (8-1); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 21 000
ვილიარეალი-ესპანიოლი 0:0
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - ბ. ვალერო (84. დე გუზმანი), სენა (66. ანხელ ლოპესი), ბრუნო, კანი (66. მარტინუჩო) - მ. რუბენი, კამუნიასი.
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი (57. ფორლინი), რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, კ. გომესი - ვეისი, ვედრიუ, ს. გარსია (62. ა. ვასკესი) - კ. უჩე (81. პანდიანი).
გაფრთხილება: საპატა - ვეისი, უჩე, გომესი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 9-8 (3-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 19 000
2 აპრილი
სევილია-მალიორკა 23:00
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 30 25 3 2 100-27 78
2. ბარსელონა 30 22 6 2 86-22 72
3. ვალენსია 30 13 9 8 46-37 48
4. მალაგა 30 14 5 11 44-43 47
5. ლევანტე 30 13 6 11 42-41 45
6. ოსასუნა 30 10 13 7 35-46 43
7. ატლეტიკო 30 11 9 10 42-35 42
8. ესპანიოლი 30 11 8 11 37-39 41
9. სევილია 29 10 9 10 33-31 39
10. ხეტაფე 30 10 9 11 31-39 39
11. ბილბაო 30 9 11 10 44-42 38
12. ვალეკანო 30 11 4 15 42-53 37
13. მალიორკა 29 9 9 11 31-37 36
14. სოსიედადი 30 10 6 14 36-45 36
15. ბეტისი 30 10 5 15 35-43 35
16. გრანადა 30 10 4 16 28-46 34
17. ვილიარეალი 30 7 11 12 30-42 32
18. სარაგოსა 30 7 7 16 27-52 28
19. სპორტინგი 30 6 7 17 29-56 25
20. რასინგი 30 4 13 13 23-45 25
ბომბარდირები
37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 36 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).
მომდევნო ტური
7 აპრილი: ხეტაფე-სპორტინგი, რაიო ვალეკანო-ოსასუნა, ესპანიოლი-რეალ სოსიედადი, სარაგოსა-ბარსელონა, ბეტისი-ვილიარეალი.
8 აპრილი: ლევანტე-ატლეტიკო, მალიორკა-გრანადა, ბილბაო-სევილია, რეალი-ვალენსია.
9 აპრილი: მალაგა-რასინგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"