"სამეფო კლუბის" ფორვარდმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლითა და საკუთარი მიღწევებით ძალიან კმაყოფილია.
"შედეგი, რომელსაც ნიქოზიაში მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახევარფინალში ჯერ კიდევ არ გავსულვართ. წინ საპასუხო თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ფეხბურთია.
ჩემთვის შესანიშნავი სეზონი გამოდგა. გუნდის გარეშე მსგავს შედეგს ვერ მივაღწევდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში
მინდა, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ იმისთვის, რათა ევროპაშიც და ესპანეთშიც წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა 27 წლის პორტუგალიელმა.