კრიშტიანო რონალდო: ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ და ესპანეთის ჩემპიონატსაც

AutoSharing Option
აპოელ-თან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, რომელიც 4 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ აღნიშნა, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა ჯერ არ გაუნაღდებია.

"სამეფო კლუბის" ფორვარდმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლითა და საკუთარი მიღწევებით ძალიან კმაყოფილია.

"შედეგი, რომელსაც ნიქოზიაში მივაღწიეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახევარფინალში ჯერ კიდევ არ გავსულვართ. წინ საპასუხო თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ფეხბურთია.

ჩემთვის შესანიშნავი სეზონი გამოდგა. გუნდის გარეშე მსგავს შედეგს ვერ მივაღწევდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში
თამაშობს და ესპანეთის ჩემპიონატსაც ლიდერობს.

მინდა, რომ ყველაფერი ასევე გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ იმისთვის, რათა ევროპაშიც და ესპანეთშიც წარმატებას მივაღწიოთ", - განაცხადა 27 წლის პორტუგალიელმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ორივეს მოიგებს არა იხვი, აბა მოვიდა მესსი და ბარსა:):) სადაც დააფურთხეს იქ მოუგეს კაი რაა .. რაც შეეხება კრისტინას ძალიან მაგარი მონაცემები აქვს ორივე ფეხით ურტყავს თავით სჭრაფია და აშ... მაგრამ მთავარი არ აქვს მანდრაჟისტია გადამწყვეტ მომენტებში დამანდრაჯებულია.აბა ოსასუნასტან და გრენადასტან რო 5 გოლი გააქვს ეგ არაა საქმე.
messi001
19:20 03-04-2012
0
ბარცა 9ჯერ რომ მოიგებს ლიგას მერე იბლატაოს. ეგრე 1990 იდან 2000 მდე ბარცელონა მერვედფინალს არ გასცილებია. ეხლა დაიწყეს ტამასჰი 3 წელია და გადაიჯვეს ტავზე ცჰვენზე მაგარი არავინ არისო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული