ჯუზეპე როსი 20 დღეში მოედანს დაუბრუნდება

AutoSharing Option
"ვილიარეალისა" და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯუზეპე როსი ვარჯიშს შეუდგა და უკვე მომავალი კვირიდან საერთო ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

მოედანზე კი იტალიელი, სავარაუდოდ, 20-25 აპრილისთვის დაბრუნდება, როცა "ვილიარეალი" "სოსიედადს" ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ როსს ოქტომბრის შემდეგ, მას მერე არ უთამაშია, რაც "რეალთან" მატჩში ტრავმა მიიღო.

შედეგად ჯუზეპე როსის იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს, ისევე, როგორც ანტონიო კასანოს, რომელმაც გულზე ოპერაცია გაიკეთა და უკვე ვარჯიშობს.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული