ყველაზე უხვგოლიანი ტრიო

AutoSharing Option
საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ "რეალის" შეტევის ტრიომ უკვე შეაბიჯა ამ კლუბის ისტორიაში - გონსალო იგუაინმა, ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანო რონალდომ ერთად სეზონში (ყველა ოფიციალურ მატჩში) უკვე 101 გოლი გაიტანეს.

აქედან 49 პორტუგალიელის ანგარიშზეა, 28 ფრანგის და 24 არგენტინელის. აქამდე "რეალის" რეკორდი 1959/60 წლების სეზონზე მოდიოდა. მაშინ პუშკაშმა (49), დი სტეფანომ (24) და პეპილიომ (22) ერთად 95 გოლი გაიტანეს.

ბალდე მზადაა
თვეზე მეტია, რაც "ოსასუნას" ნახევარმცველი იბრაჰიმა ბალდე ტრავმირებულია, თუმცა, როგორც იქნა, ფეხბურთელმა ტრავმა მოირჩინა და არის
შანსი, რომ მომავალ ტურში ნავარულ კლუბს დაეხმაროს. "ზუსტად არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე კი მზად ვარ, უკვე 100%-ით მზად", - განაცხადა სენეგალელმა თავდამსხმელმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ "ოსასუნა" ევროთასებზეც არ შეირცხვენს თავს, თუკი საგზურს მოიპოვებს.

ახალი ძველი თავკაცი
სეგუნდა დივიზიონის "ალმერიას" ახალი მწვრთნელი ჰყავს - ესტებან ვიგო. ვიგომ ახლახან მოხსნილი ლუკას ალკარასი შეცვალა, ვისაც ზედიზედ 6 მოუგებელი მატჩი არ აპატიეს. სხვათა შორის, ვიგო 1995/96 წლების სეზონში უკვე ხელმძღვანელობდა ანდალუსიურ კლუბს.

"გუნდი პლეი ოფის ზონაშია. ჩემი მიზანია, უფრო წინ წავიდეს და საბოლოოდ ელიტის საგზური მოიპოვოს", - განაცხადა მან.

57 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა სწორედ "ალმერიაში" დაიწყო. შემდეგ იყო "ბარსელონას" ახალგაზრდული ბ გუნდი, "ხერესი" და "კორდობა". შემდეგ ვიგომ რუმინეთში გადაინაცვლა, სადაც ბუქარესტის "დინამოს" ედგა სათავეში. 2007 წელს ის ესპანეთში დაბრუნდა და ჯერ "ხერესი" გადაიყვანა პრიმერაში, შემდეგ - "ერკულესი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული