ხოსეპ გვარდიოლა: ყველა ცდილობს მოედნის საფარით პრობლემები შეგვიქმნას

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სტადიონ "ლა რომარედას" მოედნის საფარით, სადაც კატალონიელებმა გასვლით მატჩში "სარაგოსა" დაამარცხეს, უკმაყოფილება გამოხატა.

"ყველა გუნდი, "ატლეტიკის" გარდა, მოედნის საფარს სპეციალურად არ კრიჭავს, რათა თამაში გაგვირთულოს. მაგრამ საბოლოოდ ეს მათ უფრო უქმნით პრობლემებს.

ამას გარდა, "სარაგოსას" თავკაცმა მანოლო ხიმენესმა მატჩის წინ განაცხადა, რომ მინდორს არ მორწყავდნენ. იგივე ეხება "სანტიანო ბერნაბეუს" მინდორსაც. მაგრამ ჩვენ ამ პირობებს უბრალოდ უნდა შევეგუოთ და არ ვიწუწუნოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული