ჟოზე ბოსინგვა ზაფხულში შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადავიდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი ჟოზე ბოსინგვა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. 29 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ბოსინგვას გადაბირებით კი "მილანი", მიუნხენის "ბაიერნი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი. თუმცა The Sun-ის ცნობით, ფეხბურთელი უკვე მოელაპარაკა მადრიდის "რეალს", რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ბოსინგვას მოურინიოს ხელმძღვანელობით "პორტუში" და "ჩელსიში" უთამაშია.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბოსინგვამ "არისტოკრატთა" რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული