ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური: მადრიდის "რეალს" ფეხი ცუდ დროს დაუცდა

AutoSharing Option
განა შეიძლება მატჩზე, რომელიც 8 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, მოკლედ დაწერა? მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს - "რეალისა" და "ვალენსიის" მატჩის შესახებ მეტს მოგვიანებით მოვყვებით. ახლა კი ის ვიკმაროთ, რომ 0:0-ის მიუხედავად, ფანტასტიკური მატჩი ვიხილეთ, ერთ-ერთი საუკეთესო წლევანდელ ლა ლიგაში.

ორივე კართან ბევრი საგოლე მომენტით და მეკარეთა ნამდვილი გმირობებით... საბოლოოდ კი "ღამურებმა" კატალონიელთა წისქვილზე დაასხეს წყალი - "ბარსელონა" ახლა მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს, ჩემპიონის საკითხი კი ღიაა...

მხოლოდ ლა ლიგას არ ვგულისხმობთ - ლეო მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც
1973 წლის მერე სეზონში 60 გოლის გატანა შეძლო. თითქმის 40 წლის წინათ მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა გერდ მიულერმა 67 გოლი გაიტანა. პატარა ჯადოქარს ამ რეკორდის მოხსნა თავისუფლად შეუძლია - ჩემპიონატში კიდევ 7 ტური რჩება, ჩემპიონთა ლიგაზე, სულ მცირე - 2, ერთიც "კოპა დელ რეის" ფინალია.

"სარაგოსას" კარში დუბლი და საგოლე პასი, ასეთია არგენტინელის დამსახურება. გავბედავთ და ვიტყვით, რომ არა მესი, "ბარსელონას" მოგება გაუჭირდებოდა. აი, აუტსაიდერი "სარაგოსას" წარმომადგენლები კი კიდევ ერთ ადამიანს დაამატებდნენ - ტურიენსო ალვარესმა, არაგონელთა აზრით, არ დანიშნა ნაღდი პენალტი "ბარსას" კარში (1:2-ზე) და არ გააძევა კეიტა.

სამაგიეროდ, რეფერიმ "სარაგოსას" მცველ აბრაამს და მწვრთნელ ხიმენესს წითელი ბარათი უჩვენა.

წადი, კლემენტე, წადი!
"ალფონსო პერეს კოლისეუმზე" რეკორდულად ცოტა ხალხი მივიდა - აბა, აუტსაიდერი "სპორტინგი" ვის დააინტერესებდა? "ხეტაფემაც" მიკუს და დიეგო კასტროს (ყოფილი სპორტინგელი) გოლებით ხიხონელები კიდევ უფრო მიუახლოვა სეგუნდა დივიზიონს.

ვენესუელელი ფორვარდისთვის გოლი მე-10 იყო ლა ლიგაში. ზედიზედ ხუთი ტურია, რაც ასტურიელები ვერ იგებენ. მათი მცირერიცხოვანი ფანები სტადიონზე ბოლოს ხავიერ კლემენტეს გუნდიდან გაგდებას ითხოვდნენ. სხვათა შორის, მათ მასპინძელთა ქომაგებიც აყვნენ.

გამოგლეჯილი ქულა
"კორნელია ელ პრატზე" "ესპანიოლმა" დიდი ძალისხმევით იხსნა ქულა. მექსიკელი კარლოს ველა "რეალ სოსიედადის" თავკაცმა პირველად წასწია ცენტრფორვარდის პოზიციაზე (მანამდე მას მარცხენა გარემარბად ათამაშებდა) და ამერიკელმაც პირველივე 15 წუთში შეასრულა დუბლი.

ბასკების კარში პირველი გოლი კურიოზული გამოდგა - ტაიმის ბოლო შეტევისას ჩაწოდებული ბურთი ვადიმ დემიდოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა სლოვაკმა ვეისმა ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ოსასუნას დარბევა
"ოსასუნას" სასტიკად გაულაწუნეს სახეში - "რაიო ვალეკანომ" ნავარული გუნდი 6:0 გაანადგურა. ამ თამაშში გუნდის ნახევარდაცვის ლიდერმა მიჩუმ დუბლი შეასრულა და პრიმერას ბომბარდირთა მარაქაში გაერია (15 გოლი), იქ, სადაც მის გარდა მხოლოდ ფორვარდები არიან.

მიჩუს გარდა, დიეგო კოშტასაც გამოვყოფთ. ამ ორმა ფეხბურთელმა თითქმის ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა.

ლეოს დუბლით და შემართებით
ხოსეპ გვარდიოლამ ნახევარდაცვის მთავარი სამეული მთლიანად სკამზე დატოვა: ბუსკეტსი, ჩავი და ინიესტა. შესაძლოა, ამის ბრალიც იყო, რომ პირველი ტაიმის დიდ ნაწილში "სარაგოსა" სჯობდა კიდევაც სახელოვან მეტოქეს.

26-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ვიქტორ ვალდესმა ხელი გამოსდო ანხელ ლაფიტას და წააქცია, მაგრამ კარლოს არანდამ მეკარეს ვერ აჯობა. სამიოდე წუთში არანდამ თავისი შეცდომა გამოასწორა - ოღონდ კურიოზულად. მისი დარტყმული ვალდესმა მოიგერია, ბურთი დიდი ძალით არანდას თავში მოხვდა და ანგარიში გაიხსნა.

არაგონელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა: კუთხურის წამოწოდებისას შეცდა მეკარე რობერტო ხიმენესი და იქვე დადარაჯებულმა კარლეს პუიოლმა ანგარიში გაათანაბრა.

ცოტა ხანში "ბარსელონამ" კონტრშეტევაზე იხეირა, ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 37-ე გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს მსაჯმა მცველი აბრაამ მინერო გააძევა, რომელსაც მეორის დასაწყისში "სარაგოსას" მწვრთნელი მანოლო ხიმენესი მიაყოლა.

მეორე ტაიმში მესიმ 38-ე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ბოლოს კი, როგორც იქნა, პედრო როდრიგესმაც გაიხსენა გოლების გემო - 1:4.

ნავი მაინც ფსკერისკენ მიდის
"ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის" კვლავ აქტუალური რჩება მთავარი საკითხი - გადარჩენა! "ვილიარეალმა" უკბილოდ ითამაშა სევილიაში და დამსახურებულადაც დამარცხდა "ბეტისთან" 1:3.

მასპინძელთაგან თავი როკე სანტა კრუსმა, რუბენ კასტრომ და ბენატმა გამოიჩინეს, სტუმრებმა კი საფინალო სასტვენთან ერთად გაიტანეს პრესტიჟის გოლი - არგენტინელმა მარკო რუბენმა პენალტი გამოიყენა.

განსაკუთრებით გვსურს "ბეტისის" ათიანის, ბენატ ეჩებარიას გამოყოფა - 24 წლის ნახევარმცველი ანდალუსიელთა ლიდერად ყალიბდება. მისი საჯარიმო დარტყმები და ჩაწოდებები კი ძალზე საშიშია. ამ შეხვედრაში ბასკის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია.

გამარჯობის თქმა არ აცალა
უკვე მე-10 წუთისთვის "ლევანტე" 2:0-ს უგებდა მადრიდის "ატლეტიკოს". ბრაზილიელმა ვალდომ ბარკეროს პასით უკვე პირველ წუთზე გახსნა ანგარიში, მერე კი თავი არუნა კონემ გამოიჩინა.

დროა, დავიჯეროთ, რომ "ლევანტეს" სიურპრიზი დროებითი მოვლენა არაა. ამ შეხვედრის ორივე გოლი ფლანგურ ჩაწოდებას და თავურს მოჰყვა.

სან მამესზე დასამარდა
ვფიქრობთ, ამ მარცხით "სევილიამ" ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება დაასრულა. ის, რომ "ბილბაომ" "სან მამესზე" მხოლოდ 1:0 მოიგო, ანდალუსიელთა ვეტერანი მეკარის, ანდრეს პალოპის დამსახურებაა. წესით, სტუმართა კარში ბევრი გოლი უნდა გასულიყო.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს 18 წლის იკერ მუნიაინის ბრწყინვალე თამაში, მაგრამ არც გოლის ავტორ ფერნანდო ლორენტეს დავივიწყებთ.

ტურის ამბების აკიდო
კარტახენა-სელტა (შეწყდა):
ეს თამაში დიდი სკანდალის გამო ვერ დასრულდა. მე-2 ტაიმის მე-15 წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ტრიბუნიდან ნასროლი საგანი ერთ-ერთ ასისტენტს, სესარ დავიდ პერესს თავში მოხვდა. ალბათ, შეხვედრა გადათამაშდება მე-60 წუთიდან, "კარტახენას" კი დასჯიან.

სარაგოსა-ბარსელონა 1:4: ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა პედრო როდრიგესმა, რომელსაც ლა ლიგაში 5,5 თვე გოლი არ ჰქონდა გატანილი. ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო "ბარსას" ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა, რომელიც ალბათ შემდეგ ტურს გამოტოვებს.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური
ესპანიოლი-სოსიედადი 2:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ვ. სანჩესი (72. კ. გომესი), რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა (37. ვეისი), რომარიკი - ს. გარსია, ვერდიუ, კოუტინიო - კ. უჩე (56. ხ. ლოპესი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, დემიდოვი (76. კადამურო), დე ლა ბელა - ელუსტონდო, არანბურუ - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (66. პარდო), გრიზმანი - ველა (70. აგირეჩე).
გოლები: 0:1 ველა (12), 0:2 ველა (14), 1:2 დემიდოვი (45 ს.კ.), 2:2 ვეისი (47)
გაფრთხილება: როდრიგესი, გარსია, მორენო, ვეისი, გომესი - ესტრადა, პრიეტო, დე ლა ბელა, ბრავო
კუთხური: 13-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 27-11 (12-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 25 000

ხეტაფე-სპორტინგი 2:0
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე - მიჩელი (82. კასკერო), ლასენი - პ. რიოსი, დ. კასტრო, გავილანი (73. ბარადა) - მიკუ (69. გუისა).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ორფილა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - ლორა, რივერა (46. ბარალი) - ტრეხო, დე ლას კუევასი, აიოსე (55. ნაჩო კასესი) - კოლუნგა (66. კარმელო).
გოლები: 1:0 მიკუ (22), 2:0 დ. კასტრო (47)
გაფრთხილება: ვალერა, დიასი, მიჩელი, მანე - ბოტია, აიოსე, სოტო, კარმელო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 27-18; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10-14 (4-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 8 500

ვალეკანო-ოსასუნა 6:0
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო - ფუეგო (78. დიამანკა), მოვილია - პიტი, მიჩუ, არმენტეროსი (59. პაჩეკო) - დ. კოშტა (81. დელიბაშიჩი).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, როვერსიო, ფლანიო, რაიტალა (46. ტიმორი) - პუნიალი, ნეკუნამი (46. იბრაჰიმა) - ანუნსიატა (46. სეხუდო), რ. გარსია, ნინო - ლეკიჩი.
გოლები: 1:0 მოვილია (5), 2:0 მიჩუ (17), 3:0 მიჩუ (28), 4:0 დ. კოშტა (36), 5:0 არმენტეროსი (57), 6:0 ტიტო (79)
გაფრთხილება: პულიდო - რაიტალა, ტიმორი, ფლანიო, როვერსიო
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-10 (12-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 10 000

სარაგოსა-ბარსელონა 1:4
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა, პარედესი, აბრაამი - პინტერი, სუკულინი - ლაფიტა, რუბენ მიკაელი (81. ხუან კარლოსი), ობრადოვიჩი (65. ლანძარო) - არანდა (65. პოშტიგა).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში (67. მონტოია), მასკერანო, პუიოლი, ადრიანო - ფაბრეგასი (89. ჩავი), ტ. ალკანტარა, კეიტა (55. ბუსკეტსი) - სანჩესი, მესი, პედრო.
გოლები: 1:0 არანდა (30), 1:1 პუიოლი (36), 1:2 მესი (39), 1:3 მესი (85-პენ), 1:4 პედრო (92)
შენიშვნა: არანდამ ვერ გაიტანა პენალტი (27)
გაფრთხილება: სუკულინი, აბრაამ, მიკაელი, ლანძარო - კეიტა, ვალდესი, ადრიანო, ფაბრეგასი, ალკანტარა
გაძევება: აბრაამი (44), მანოლო ხიმენესი (მწვრთნელი, 46)
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 20-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 14-14 (5-7); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 34 000

ბეტისი-ვილიარეალი 3:1
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - მონტერო (60. ხუანმა), ბენატი (75. სევილია), კანიასი, ხ. პერეირა (53. მატილია) - რ. კასტრო, სანტა კრუსი.
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო (63. მარტინუჩო), გონსალო, მუსაჩიო, ხ. ორიოლი - სენა (46. ნილმარი), ბრუნო - ა. ლოპესი, ბ. ვალერო, კანი (63. კამუნიასი) - მ. რუბენი.
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (35), 2:0 რ. კასტრო (38), 3:0 ბენატი (59), 3:1 მ. რუბენი (93-პენ)
გაფრთხილება: პაულაუ, პერეირა, მონტერო - ა. ლოპესი, ორიოლი
გაძევება: ა. ლოპესი (66)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-12 (8-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 37 000

ლევანტე-ატლეტიკო 2:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა (66. ფარინოსი) - ვალდო (89. ელ ჟარი), ღეზალი (56. ბოტელიო), ბარკერო - კონე.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (69. მერიდა), გაბი - სალვიო (65. ფალკაო), დიეგო, არდა თურანი (78. პიცი) - ადრიან ლოპესი.
გოლები: 1:0 ვალდო (1), 2:0 კონე (9)
გაფრთხილება: ბალესტეროსი, კონე, ხუანფრანი - თურანი, დიეგო, სალვიო, სუარესი, მირანდა, გაბი
გაძევება: მირანდა (82)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-18 (4-6); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 16 000

მალიორკა-გრანადა 0:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, რამისი, ჩიკო, პ. კასერესი - მ. პერეირა (77. ნსუე), ტისონე, მარტი (50. ტეხერა), გ. კასტრო - ჰემედი (71. ოგუნჯიმი), ვიქტორი.
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, მაინსი, ბ. გომესი, სიკეირა - მ. რიკო, მოისესი - უჩე, კ. მარტინში (86. ფ. რიკო), ბენიტესი (80. ხარა) - იგჰალო (69. აბელი).
გაფრთხილება: ? - ?
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 21-8; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 13-19 (3-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 10 000

ბილბაო-სევილია 1:0
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ამორებიეტა, აურტენეჩე - ანდერი (64. ი. გომესი), იტურასპე, დე მარკოსი (56. სან ხოსე) - სუსაეტა, ფ. ლორენტე (63. ტოკერო), მუნიაინი.
სევილია (4-4-2): პალოპი - ლუნა, ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, რაკიტიჩი (73. გუარენტე), დელ მორალი (78. მორენო) - კანუტე (66. ბ. დიავარა), ნეგრედო.
გოლი: 1:0 ფ. ლორენტე (47)
გაფრთხილება: ირაოლა, ამოებიეტა, მუნიაინი, აურტენეჩე - კანუტე, მედელი, ესკუდე, ხესუს ნავასი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 18-17 (6-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 000

რეალი-ვალენსია 0:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, ალბიოლი, მარსელო - ხედირა (71. კაკა), ჩაბი ალონსო - ბენზემა, იოზილი (83. კალეხონი), რონალდო - იგუაინი (46. დი მარია).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - რ. კოშტა, რამი, რუისი, ალბა - მ. თოპალი, ტინო კოსტა - ფეგული (62. პ. ერნანდესი), პარეხო, პიატი (62. მატიო) - ადურისი (77. სოლდადო).
გაფრთხილება: არბელოა, ხედირა, დი მარია - კოსტა, პარეხო, სოლდადო
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 33-17 (10-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 75 000

9 აპრილი
მალაგა-რასინგი 23:00

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 31 25 4 2 100-27 79
2. ბარსელონა 31 23 6 2 90-23 75
3. ვალენსია 31 13 10 8 46-37 49
4. ლევანტე 31 14 6 11 44-41 48
5. მალაგა 30 14 5 11 44-43 47
6. ოსასუნა 31 10 13 8 35-52 43
7. ატლეტიკო 31 11 9 11 42-37 42
8. სევილია 31 11 9 11 36-33 42
9. ესპანიოლი 31 11 9 11 39-41 42
10. ხეტაფე 31 11 9 11 33-39 42
11. ბილბაო 31 10 11 10 45-42 41
12. ვალეკანო 31 12 4 15 48-53 40
13. ბეტისი 31 11 5 15 38-44 38
14. სოსიედადი 31 10 7 14 38-47 37
15. მალიორკა 31 9 10 12 32-40 37
16. გრანადა 31 10 5 16 28-46 35
17. ვილიარეალი 31 7 11 13 31-45 32
18. სარაგოსა 31 7 7 17 28-56 28
19. სპორტინგი 31 6 7 18 29-58 25
20. რასინგი 30 4 13 13 23-45 25

ბომბარდირები
38 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო).

მომდევნო ტური
10 აპრილი
ოსასუნა-ესპანიოლი, რეალ სოსიედადი-ბეტისი, ბარსელონა-ხეტაფე.

11 აპრილი
გრანადა-ბილბაო, სპორტინგი-ლევანტე, ვალენსია-რაიო ვალეკანო, ატლეტიკო-რეალი.

12 აპრილი
ვილიარეალი-მალაგა, რასინგი-მალიორკა, სევილია-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული