ლუიშ ფიგუ: "ბარსელონაც" მიყვარს და მადრიდის "რეალიც"

AutoSharing Option
"ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელიც ამჟამად მილანის "ინტერში" მუშაობს, ორივე ესპანური კლუბის მიმართ სამუდამო სიყვარული გამოხატა.

ფიგუს თქმით, ძალიან ბედნიერია, რომ ოდესღაც ასეთ გუნდებში უთამაშია.

"ყველა კლუბი ძალიან მიყვარს, რომელშიც მითამაშია. ესენი ლისაბონის "სპორტინგი", "ბარსელონა", "რეალი" და "ინტერია".

"რეალი" და "ბარსელონა" ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. თავს პრივილეგირებულ ადამიანად მივიჩნევ, რომ ასეთ კლუბებში მითამაშია.

ამ დროისთვის ორივე კლუბი ძალიან ძლიერია და რთული სათქმელია, რომელია უკეთესი", - განაცხადა ფიგუმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული