იკერ კასილიასი: ახლა ტირილის დრო არ არის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა "ვალენსიასთან" ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩის შემდეგ შედეგით (0:0) იმედგაცრუება არ დამალა.

თუმცა, ამასთან, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მოუწოდა, ამ წარუმატებლობაზე ნუ გაამახვილებენ ყურადღებას.

"ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, ვიდრე "ვალენსიას", მაგრამ ჩვენს კარს მეტოქეც ემუქრებოდა. ასე რომ, შეიძლებოდა, ორ ქულაზე მეტიც დაგვეკარგა. არადამაკმაყოფილებელი შედეგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიამოვნება სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმაც მიიღეს და ტელემაყურებლებმაც.

ახლა გუნდის მენტალიტეტია მთავარი. დიახ, ჩვენი უპირატესობა ცხრილში შესამჩნევად შემცირდა, მაგრამ ამაზე ტირილის დრო არ არის. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ
შორია და ყურადღება თამაშზე უნდა გავამახვილოთ.

"ატლეტიკოსთან" გამარჯვება გვჭირდება. დერბი რთული იქნება იმიტომ, რომ "ატლეტიკო" "ლევანტესთან" მარცხის შემდეგ განრისხებულია და თან დიდი ხანია, არ დავუმარცხებივართ.

რაც შეეხება მსაჯობას, მას არ განვიხილავ. ტელევიზორით ყველამ ყველაფერი ნახა. უბრალოდ, დერბიზე ვფიქრობ", - თქვა კასილიასმა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული