ლა ლიგა. XXXI ტურის შეჯამება: ვამპირებად ქცეული ღამურები

AutoSharing Option
ტურის მერე მსაჯობით უკმაყოფილო "რეალის" ხელმძღვანელობა იყო, ისევე, როგორც - "ბარსელონას" მეტოქე "სარაგოსასი".

ძნელი მისახვედრი არაა, ვინ დაკარგა და ვინ შეიძინა ქულები - "სამეფო კლუბისა" და "ღამურების" ბრყინვალე თამაშმა, რომელშიც ქულები ორივე კლუბმა დაკარგა, "ბარსელონას" საქმე გააკეთა - ახლა ჩემპიონი მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს.

შეიძლება ითქვას, რომ საჩემპიონო დუელი თავიდან იწყება. რატომ? თავად განსაჯეთ: 11 აპრილს "რეალს" მისთვის მტრულ "ვისენტე კალდერონზე" დერბი ელის; ელის "ელ კლასიკოც", თანაც ბარსელონაში და ვიზიტი ბილბაოში, "სან მამესზე". 7 დარჩენილიდან 3 უმძიმესი მატჩი. დავუმატოთ
ამას ჩემპიონთა ლიგის ჯოჯოხეთური ნახევარფინალური ჯახი "ბაიერნთან"...

ბარსა-რეალობა
"ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალურ საიტზე დაწერეს, რომ მსაჯმა სტუმართა კარში ორი აშკარა პენალტი არ დანიშნა: მათი აზრით, 64-ე წუთზე ქარიმ ბენზემა საჯარიმოში ვიქტორ რუისმა მოცელა. რუისმა იგივე მატჩის მიწურულსაც გაიმეორა კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ.

"80 ათასი გულშემატკივარი იყო მოწმე მსაჯის შეცდომების, რის გამოც "რეალმა" ვერ მოიგო. რეფერიმ მსოფლიო გააოცა", - ეს სიტყვები აიტორ კარანკას ეკუთვნის. თავად ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე არ მისულა, იქ ასისტენტი გააგზავნა.

"რეალს" ფიქრისა და დასვენების დრო არა აქვს. ყველანი "ატლეტიკოსთან" დერბიზე გადაერთვნენ. რაც შეეხება "ვალენსიასთან" მატჩს, "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტის ვერსიით, საუკეთესოები ("რეალის" მხრიდან) იკერ კასილიასი და ანხელ დი მარია იყვნენ. ამ შემთხვევაში ვებგვერდს მთლიანად ვეთანხმებით.

თამაშის მერე რაულ ალბიოლმა თქვა, რომ "რეალი" მშვიდადაა. ის დერბისთვის მოემზადება და ყველაფერი მის ხელშია, სხვის თამაშზე დამოკიდებული არაა. დიახ, "რეალი" კვლავ ლიდერია და შეუძლია, "ბარსას" მატჩებზე არც კი იფიქროს.

აი, როგორ შეაფასა მატჩი "მარკამ": "ვალენსიელი ღამურები "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვამპირებად იქცნენ".

რეფერი ყურადღების ცენტრში მეორე მატჩის შემდეგაც იყო - "ბარსელონამ" სტუმრად 4:1 დაამარცხა "სარაგოსა", თუმცა მხოლოდ ქაღალდზე ჩანს, რომ ჩემპიონმა იოლად მოიგო. სინამდვილეში ბრძოლა ძალიან მძიმე იყო.

ერთი-ორჯერ მსაჯმაც საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. მსაჯმა კეიტას დარღვევა ვერ შეამჩნია და "ბარსელონას" კარში მე-2 პენალტი არ დანიშნა. აი, პირველი კი ვიქტორ ვალდესმა აიღო.

"ბარსელონამ" უკვე გაიტანა 161 ოფიციალური გოლი ამ სეზონში და უკვე დაამყარა კლუბის რეკორდი. "ასულგრანა" თამაშში საშუალოდ 2,98 გოლს სჯერდება.

ლეო მესიმ 38-ე გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა სარას (1951 წ.) და უგო სანჩესის (1990) მიღწევებს. ახლა მას ორი გოლი აკლია რონალდოს (2011) მიღწევამდე.

"სარაგოსასთან" მატჩში კარლეს პუიოლმა 13-ჯერ მოუპოვა "ბარსას" ბურთი. ტიაგო ალკანტარამ 95 პასიდან მხოლოდ 8 გააკეთა არაზუსტი.

ბარსელონას დარჩენილი 7 მატჩი
(4 შინ, 3 სტუმრად)
ბარსელონა-ხეტაფე
ლევანტე-ბარსელონა
ბარსელონა-რეალი
ვალეკანო-ბარსელონა
ბარსელონა-მალაგა
ბარსელონა-ესპანიოლი
ბეტისი-ბარსელონა

რეალის დარჩენილი 7 მატჩი
(3 შინ, 4 სტუმრად)
ატლეტიკო-რეალი
რეალი-სპორტინგი
ბარსელონა-რეალი
რეალი-სევილია
ბილბაო-რეალი
გრანადა-რეალი
რეალი-მალიორკა

მესი VS რონი
ლიონელ მესიმ "სარაგოსასთან" 4:1 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად და 2 გოლი გაიტანა. მესის ანგარიშზე 1 საგოლე პასიცაა. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი ერთხელ დაარღვია თამაშის წესი. თამაშგარეშიც მხოლოდ ერთხელ მოხვდა.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ვალენსიასთან" 0:0 დასრულებულ მატჩში. მან 11-ჯერ დაარტყა კარისკენ, 2-ჯერ ზუსტად. მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

19:17 - მესის სასარგებლოდ ასეთი გახდა ანგარიში ჩვენს "ტურნირში".

ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 4-4-2
ვისენტე გუაიტა (ვალენსია, 1) - ტიტო (რაიო ვალეკანო, 2), ადილ რამი (ვალენსია, 8), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 4), გილერმე სიკეირა (გრანადა, 1) - იკერ მუნიაინი (ბილბაო, 4), ბენატ ეჩებერია (ბეტისი, 1), მიჩუ (რაიო ვალეკანო, 3), ხოსე ბარკერო (ლევანტე, 3) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 13), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი, 2).

ლიონელ მესი სიმბოლურში მე-13-ედ მოხვდა და ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა. ამათ შემდეგ ყველაზე ხშირად ნაკრებში "ვალენსიას" ფრანგი მცველი ადილ რამი მოხვდა - 8-ჯერ ამ ტურის ჩათვლით.

ტურის გმირი
ვისენტე გუაიტა (ვალენსია)

"რეალმა" კარისკენ 37-ჯერ დაარტყა (!). აქედან თითქმის მესამედი კარში წავიდა და რომ არა გუაიტა, "ვალენსიას" გმირობა არაფრით გამოუვიდოდა - რონალდოს და ბენზემას საოცარი ბურთები აუღო.

ტურის ფრაზები
აიტორ კარანკა:
"რეფერი? მე რაღა ვთქვა, 80 ათასმა ადამიანმა სტადიონზე და მთელმა მსოფლიომ ტელეეკრანებთან თავად ნახა. მან მსოფლიო გააოცა", - ჟოზე მოურინიოს თანაშემწე კლოს გომესის გარჯით უკმაყოფილო დარჩა.
უნაი ემერი: "ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიმართლა კიდევაც, მაგრამ ასევე გვქონდა მოგების შანსიც", - "ვალენსიას" თავკაცი 0:0-ის შემდეგ.
ვისენტე გუაიტა: "მატჩის გმირი? არ ვიცი. მე მხოლოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებდი", - "ვალენსიას" გოლკიპერი "ბერნაბეუზე" კარის "მშრალად" შენახვის შემდეგ.
მანოლო ხიმენესი: "მსაჯმა ყველაფერი გააფუჭა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალით არ გაუკეთებია", - "სარაგოსას" გაძევებული თავკაცი დისკვალიფიკაციის შიშით ბოლომდე ვერ ამბობს სათქმელს.
ხოსეპ გვარდიოლა: "მოკლედ, ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს - "ბილბაოს" გარდა, ყველა გუნდი "ბარსასთან" მატჩის წინ შეგნებულად აფუჭებს მინდვრის საფარს", - "სარაგოსასთან" 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ.
ხავიერ კლემენტე: "ჩვეულებრივი მანქანით რბოლაში რამეს მიაღწევთ. ასეა "სპორტინგიც", - ხიხონელთა თავკაცი მორიგი მარცხის შემდეგ.
ფილიპ მონტანიე: "ქულა მნიშვნელოვანი შენაძენია, თუმცა 37 ქულა ხსნისთვის საკმარისი არაა ", - "რეალ სოსიედადის" თავკაცი 2:2-ის შემდეგ.
დიეგო სიმეონე: "მარცხის მიზეზების ძებნას არ დავიწყებ. ეს არის ჩვენი რეალობა - ამ ეტაპზე "ლევანტე" უკეთესია", - "ატლეტიკოს" არგენტინელი მწვრთნელი ვალენსიაში 0:2 მარცხის შემდეგ.
მარსელო ბიელსა: "შეხვედრა უფრო მეტ გოლს იმსახურებდა, ვიდრე გავიდა", - ბასკთა თავკაცი "სევილიას" 1:0 დამარცხების შემდეგ.
მიჩელი: "ჩვენ სამი უმნიშვნელოვანესი ქულა დავკარგეთ", - "სევილიას" მწვრთნელი ბასკური მარცხის შემდეგ.

ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) - პირველი გოლი "სარაგოსას" კარში (საგოლე პასი: ალექსის სანჩესი).
2. კარლოს ველა (რეალ სოსიედადი) - პირველი გოლი "ესპანიოლის" კარში.
3. ფერნანდო ლორენტე (ბილბაო) - "სევილიას" კარში (საგოლე პასი: მარკელ სუსაეტა).
4. დიეგო კოშტა (რაიო ვალეკანო) - "ოსასუნას" კარში.
5. დიეგო კასტრო (ხეტაფე) - "სპორტინგის" კარში (საგოლე პასი: ხაიმე გავილანი).

ესპანური ფეხბურთის სისუსტე... მსაჯები
კლოს გომესი
(რეალი-ვალენსია). "მარკა" - 4 (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: თამაშის ბოლოსკენ გაექცა ხელიდან სადავეები. ვიქტორ რუისმა რონალდოს ფეხი დააბიჯა და ეს იყო ბოლო იმედის ჯარიმა.
ტურიენსო ალვარესი (სარაგოსა-ბარსელონა). "მარკა" - 2 (10-ბალიანი სისტემით)
რა დააშავა: კეიტამ ხელით ითამაშა. პენალტი დასანიშნი იყო, აფრიკელი გასაძევებელი.

პეპეს მორიგი გაფრენა
ყველამ ნახა, რომ "ვალენსიასთან" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში "რეალის" პორტუგალიელმა მცველმა პეპემ თანაგუნდელთან იჩხუბა (იხილეთ ვიდეო).

მეორე ტაიმში პეპე ორთაბრძოლის მერე წაიქცა და როცა მისი წამოყენება ალვარო არბელოამ სცადა, ჩხუბი დაუწყო. ალვარო სთხოვდა თანაგუნდელს, მალე წამომდგარიყო და თამაში გაეგრძელებინა. პეპემ ფეხი მოუქნია მას და მუხლში მოარტყა.

მთლად ბალოტელი ვერ არის, მაგრამ ბრაზილიური წარმოშობის პეპეც კაი ვინმეა...

ტურის სტატისტიკა
შენიშვნა: 9 აპრილს გვიან გამართული მატჩი გათვალისწინებული არ არის

24 გოლი ტურში (2,67 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 1 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 66 ყვითელი და 3 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: მიჩუ (რაიო ვალეკანო), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა)
კარლოს არანდამ (სარაგოსა) ვერ გაიტანა პენალტი.
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: იკერ მუნიაინი (ბილბაო, 19 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 78 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 500 - "ალფონსო პერეს კოლისეუმი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 37 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - ესპანიოლი, რაიო ვალეკანო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 21 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ესპანიოლი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ბილბაო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 72% - ბარსელონა

ლა ლიგა. XXXI ტური
ესპანიოლი-სოსიედადი 2:2
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

ხეტაფე-სპორტინგი 2:0
საუკეთესო: ხაიმე გავილანი (ხეტაფე)

ვალეკანო-ოსასუნა 6:0
საუკეთესო: მიჩუ (რაიო ვალეკანო)

სარაგოსა-ბარსელონა 1:4
საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ბეტისი-ვილიარეალი 3:1
საუკეთესო: ბენატი (ბეტისი)

ლევანტე-ატლეტიკო 2:0
საუკეთესო: ხოსე ბარკერო (ლევანტე)

მალიორკა-გრანადა 0:0
საუკეთესო: გილერმე სიკეირა (გრანა)

ბილბაო-სევილია 1:0
საუკეთესო: იკერ მუნიაინი (ბილბაო)

რეალი-ვალენსია 0:0
საუკეთესო: ვისენტე გუაიტა (ვალენსია)

მალაგა-რასინგი 3:0
მალაგა (4-2-3-1): კამენი - გამესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - დემიკელისი, მარესკა - კასორლა (84. პორტილიო), სება ფერნანდესი (59. ვან ნისტელროი), ისკო - რონდონი (74. დუდა).
რასინგი (4-2-3-1): მარიო (47. დანი სოტრესი)- ფრანსისი, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - პ. დიოპი, ბედია - კენედი (64. მუნიტისი), ადრიანი, ხ. ლუკე (23. ოსმარი) - სტუანი.
გოლები: 1:0 ისკო (22), 2:0 კასორლა (64), 3:0 ვან ნისტელროი (84)
გაფრთხილება: ისკო, მატეისენი, დემიკელისი - დიოპი, სისმა
გაძევება: ფრანსისი (2)
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 30-1 (13-0); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 28 000

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 31 25 4 2 100-27 79
2. ბარსელონა 31 23 6 2 90-23 75
3. მალაგა 31 15 5 11 47-43 50
4. ვალენსია 31 13 10 8 46-37 49
5. ლევანტე 31 14 6 11 44-41 48
6. ოსასუნა 31 10 13 8 35-52 43
7. ატლეტიკო 31 11 9 11 42-37 42
8. სევილია 31 11 9 11 36-33 42
9. ესპანიოლი 31 11 9 11 39-41 42
10. ხეტაფე 31 11 9 11 33-39 42
11. ბილბაო 31 10 11 10 45-42 41
12. ვალეკანო 31 12 4 15 48-53 40
13. ბეტისი 31 11 5 15 38-44 38
14. სოსიედადი 31 10 7 14 38-47 37
15. მალიორკა 31 9 10 12 32-40 37
16. გრანადა 31 10 5 16 28-46 35
17. ვილიარეალი 31 7 11 13 31-45 32
18. სარაგოსა 31 7 7 17 28-56 28
19. სპორტინგი 31 6 7 18 29-58 25
20. რასინგი 31 4 13 14 23-48 25

ბომბარდირები
38 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 14 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 12 - რუბენ კასტრო (ბეტისი), არუნა კონე (ლევანტე); 10 - ჩავი (ბარსელონა), მანუ დელ მორალი (სევილია).

ასისტენტები
14 - მესუთ იოზილი (რეალი); 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 12 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დანიელ ალვეში (ბარსელონა); 8 - ხესუს ნავასი (სევილია), რაულ გარსია (ოსასუნა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 7 - კაკა (რეალი), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), ჩაბი ალონსო (რეალი).

გოლი+პასი
50 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 47 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 25 - გონსალო იგუაინი (რეალი); 23 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 21 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 18 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ანხელ დი მარია (რეალი).

ზამორას ტროფეი
0,74 (გოლი/მატჩი) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,87 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,07 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,29 - მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე); ვილი კაბალიერო (მალაგა) - 1,35.

მომდევნო ტური
10 აპრილი
ოსასუნა-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: ლამა (ოსას)
ტრავმა: სოლა, მასუდი, ბერტრანი, რუბენი - ალბინი, მარკესი, მატიონი, ფონტე, გალანი

რეალ სოსიედადი-ბეტისი 22:00
ტრავმა: მარტინესი, ილარამენდი, გონსალესი, ბერგარა - მარიო, სერხიო, უსტარიცი

ბარსელონა-ხეტაფე 23:00
დისკვალიფიკაცია: ფაბრეგასი (ბარს)
ტრავმა: აფელაი, აბიდალი, ფონტასი, პიკე, ვილია - პედრო ლეონი, ლოპო, ლოპესი, უსტარი

11 აპრილი
გრანადა-ბილბაო, სპორტინგი-ლევანტე, ვალენსია-რაიო ვალეკანო, ატლეტიკო-რეალი.

12 აპრილი
ვილიარეალი-მალაგა, რასინგი-მალიორკა, სევილია-სარაგოსა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული