მადრიდის "რეალმა" მუსულმანებში პოპულარობისთვის თავის ემბლემას ჯვარი მოაცილა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ არატრადიციულ ხერხს მიმართა და ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში მუსულმანთა შორის პოპულარობის გამყარებისთვის მიიღო გადაწყვეტილება, "სამეფო კლუბის" ემბლემას ჯვარი მოაცილოს.

შეგახსენებთ, რომ ჯვარი "რეალის" ემბლემაზე 1920 წლიდან არის, რაც ესპანეთის მეფემ ალფონსო XIII კლუბს თავისი მფარველობა უბოძა.

განსხვავება "რეალის" ლოგოებს შორის შეგიძლიათ კლუბის მიერ ახალი კუნძულის პროექტის ვიდეოში იხილოთ.

ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს არა ბიზნეს-გადაწყვეტილება, არამედ ისლამის მორიგი გამარჯვებაა.

აღსანიშნავია, რომ არაბულ ქვეყნებში გავრცელებულ თავის ატრიბუტიკაზე ასახულ ემბლემას ჯვარი "ბარსელონამაც" მოაცილა.

სავარაუდოდ, კატალონიელებმა ეს გადაწყვეტილება ყატარული
სპონსორის გამო მიიღეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტქვენ რა გენაგვლებატ ტქქვენსს უყურებტ მარტო რატო უნდა ქონდეს ჯვარი ერტი გამაგებინეტ ეს პატივისცემა და ვინც ვერ ხვდება იმის...
nika
09:24 16-04-2016
0
თუ მოგწონს გუნდი, უყურე თამაშს.. არაბები ჯვრიან ბარსა-რეალს ისედაც მშვენივრად ბალეშიკობენ. ბარსას ლოგო ძალიან დამახინჯდა მასე :(
გიო
18:48 10-04-2012
0

სიახლეები პოპულარული