ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26:28 წუთი გაატარა. ბექამ 9-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 საიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა. ორმაგ დუბლამდე მას 2
ლეიმა კორუნამ პირველი პერიოდი 30:28 მოიგო და მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 70:70 და მხოლოდ ბოლო წუთებზე მოახერხა ესპანური ლიგის ლიდერმა ვალენსიამ მასპინძლების გატეხა. ვალენსიამ ჩემპიონატში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და "უნიკახასთან" ერთად ლიდერობა შეინარჩუნა. რაც შეეხება ბურჯანაძის გუნდს, "ლეიმა კორუნა" 4 მოგებითა და 9 მარცხით ცხრილში მე-16 ადგილზეა.
შემდეგი მატჩი ბურჯანაძის გუნდს 8 იანვარს, ვიტორიაში, "ბასკონიასთან" ელის. ეს გახლავთ წინა, მე-14 ტურის გადადებული შეხვედრა.
GBF