ალვარო არბელოა: პეპეს ჯერ ბუცი უნდა გაეხადა და ჩემთვის მერე უნდა ჩაერტყა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა ალვარო არბელოამ "ვალენსიასთან" საშინაო მატჩის ერთ-ერთი ეპიზოდი შეაფასა.

შეგახსენებთ, პეპე მეტოქის თავდამსხმელ პაბლო პიატისთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა და ადგომას არ აპირებდა. ამ დროს მასთან არბელოა მივიდა და ადგომა და თამაშის გაგრძელება სთხოვა.

მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა: პეპე, რომელიც არბიტრისგან მეტოქისთვის ყვითელი ბარათის მიცემას ელოდა, საკმაოდ არაადეკვატურად მოიქცა და არბელოას ფეხი მუხლში ჩაარტყა (იხილეთ ვიდეო).

"სანამ დამარტყამდა, პეპეს ბუცი უნდა გაეხადა. დარტყმის შემდეგ ის გაცვდა", - ხუმრობით განაცხადა არბელოამ.

მატჩის დამთავრებისთანავე მანვე აღნიშნა, რომ
საშინელი არაფერი მომხდარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული