სანდრო როსელი: "ბარსელონას" ყველა ტურნირზე გამარჯვების კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ოპტიმისტურად შეაფასა თავისი გუნდის გამარჯვების შანსები ყველა იმ ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობს.

შეგახსენებთ, "ბლაუგრანას", თეორიულად, სავსებით შეუძლია ესპანეთის ჩემპიონიც გახდეს, ქვეყნის თასიცა და ჩემპიონთა ლიგის თასიც მოიგოს.

"ბარსელონას" გულშემატკივრებს შორის არიან პესიმისტებიც და ოპტიმისტებიც. მე ამ უკანასკნელებს მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ "ბარსელონას" ყველა ტურნირზე გამარჯვების კარგი შანსი აქვს", - განაცხადა როსელმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბარსელონა" "რეალს" ქულით ჩამორჩება, თუმცა "სამეფო კლუბს" ერთი თამაში თადარიგში აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული