რადამელ ფალკაო: კრიშტიანო რონალდომ მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" საუკეთესო ბომბარდირმა რადამელ ფალკაომ "რეალთან" (1:4) ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"მატჩის ბედი კრიშტიანო რონალდომ გადაწყვიტა. მან ბრწყინვალედ ითამაშა. (იხილეთ ვიდეო)

ასი პროცენტით დავიხარჯეთ, მაგრამ "რეალი", უბრალოდ, ჩვენზე ძლიერი იყო. ალბათ, ჩემპიონთა ლიგაში უკვე ვეღარ მოვხვდებით, თუმცა მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ახლა "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებას ვგეგმავთ", - თქვა ფალკაომ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული