გერმანელ სპეციალისტს მხედველობაში "ბლაუგრანას თავკაცის ზოგიერთი გამონათქვამი ჰქონდა.
შეგახსენებთ, გვარდიოლამ არაერთხელ განაცხადა, რომ მის შეგირდებს მადრიდის "რეალთან" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში შანსი არ აქვთ. გვარდიოლამ ეს განცხადება მას შემდეგაც გაიმეორა, რაც ორ გუნდს შორის ქულათა სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა.
"ერთადერთი, რაც არ მესმის, კატალონიელთა ხელმძღვანელობის ამ პოზიციისადმი დამოკიდებულებაა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ გაათავისუფლეს გვარდიოლა მსგავსი განცხადებების შემდეგ. ისინი ხომ, ჩვეულებრივ, ასე
შეგახსენებთ, რომ თვითონ შუსტერი თავის დროზე "რეალიდან" გაათავისუფლეს. მას კარისკენ მას შემდეგ მიუთითეს, რაც განაცხადა, რომ "რეალი" უახლოეს მატჩში "ბარსელონას" ვერ დაამარცხებდა.