დავიდ ვილია: "ბარსელონა" ვალდებულია!

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ ტრავმის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიდის.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს მძიმედ დაშავდა და მწყობრიდან დიდი ხნით გამოვიდა.

"გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიდის და ყოველდღე თავს სულ უფრო უკეთ ვგრძნობ. თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გავიარო და ყველა ვადა დავიცვა", - განაცხადა ვილიამ.

რაც შეეხება "ბარსელონას" ჩემპიონობის შანსებს, ვილიამ თქვა:

"გუნდი ვალდებულია, არ მოეშვას და ჩემპიონატის მოგებაზე იფიქროს. "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი ამ იმედითაა ფრთაშესხმული".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული