ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2013 წლის ივნისში ეწურება.
"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ მოთამაშის აგენტს განზრახვის შესახებ უკვე აცნობა. პუიოლი, თავის მხრივ, "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე თანახმაა. თუმცა მხარეები მოსალაპარაკებლად ჯერ კიდევ არ დამსხდარან და კონტრაქტის შესაძლო გაგრძელების პირობებზე ფიქრობენ.