ბარსა-რეალობა
როცა 73-ე წუთზე ანხელ დი მარიამ ჩააწოდა, ყველას კრიშტიანო რონალდომ დაასწრო და თავით სეზონში 41-ე გოლი გაიტანა. მალე "სპორტინგს" კაპიტანი კანელია გაუძევეს. ბოლოს კი ქარიმ ბენზემამაც გაიტანა გოლი, რომლითაც "რეალმა" რეკორდი გაიმეორა - სეზონში 107-ედ დაამწუხრა მეტოქე.
აი, ყველაფერი ასე იოლად
რამოსმა მალევე გამოასწორა შეცდომა და ბურთი თავზე დაასვა გონსალო იგუაინს, მაგრამ ამის მერე გოლი ხავიერ კლემენტეს გუნდის კარში არა და არ გადიოდა. "სპორტინგის" მწყობრი დაცვა სწორედ რონალდოს თავურმა მოშალა.
107 გოლი - ეს მიღწევის გამეორებაა, 1989/90 წლების სეზონში "რეალმა" სწორედ ამდენი გოლი გაიტანა. მაგრამ ეჭვიც კი არავის ეპარება, რომ რეკორდი დაემხობა - სეზონის დასრულებამდე 5 ტურია. აქვე გაგაცნობთ გოლის ავტორთა მაშინდელ და ახლანდელ ხუთეულებს: 1990: უგო სანჩესი (38), მარტინ ვასკესი (14), ბუტრაგენიო (10), მიჩელი (8), ლოსადა (8). 2012: კრიშტიანო რონალდო (41), გონსალო იგუაინი (21), ქარიმ ბენზემა (18), ანხელ დი მარია (5), კაკა (5).
აი, რას ამბობს მადრიდელთა ძველი მწვრთნელი ჯონ ტოშაკი: "არ მეგონა, თუ ოდესმე ამ რეკორდს გაიმეორებდნენ. რამდენიმე წლის წინათ მეგობრებთან კამათიც მქონდა ამ თემაზე და დარწმუნებული ვიყავი, რაც მაშინ შევძელით, ხელშეუხებელი იქნებოდა. მაგრამ თანამედროვე "რეალმა" დამარწმუნა, რომ მისთვის არაფერია მიუღწეველი".
კრიშტიანო რონალდომ თავისივე რეკორდი დაამხო - სეზონში 41-ე გოლი გაიტანა. ორიოდე საათში მას ლიონელ მესიც შეუერთდა.
მესის "ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა, თუმცა მასაც არანაკლებ გაუჭირდა. "სიუტატ დე ვალენსიაზე" ჩემპიონმა კინაღამ ქარს გაატანა ტიტულის შენარჩუნების შანსი. რომ არა მესის სიჩაუქე, სტუმრები აგებდნენ კიდევაც.
მესიმ ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა. ეს კი კლუბის ისტორიაში რეკორდის გამეორებაა, რომელიც ორ ფეხბურთელს ეკუთვნის: მარიანო მარტინს და რონალდოს (ბრაზილიელს).
ანდრეს ინიესტასთვის "ლევანტესთან" მატჩი მე-400 იყო "ბარსელონას" მაისურით. ხოსეპ გვარდიოლამ ლა ლიგაში სტუმრად 50-ე გამარჯვება ჩაიწერა. მასკერანომ გუნდს 15-ჯერ დაუბრუნა ბურთი, ხოლო ტიაგო ალკანტარამ 104 პასიდან 98 ზუსტი შეასრულა.
XXXIII ტური
რეალი-სპორტინგი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, შაჰინი (46. ბენზემა) - კალეხონი (46. დი მარია), იოზილი, რონალდო - იგუაინი (74. გრანერო).
სპორტინგი (5-4-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, ბოტია, მ. გარსია, ი. ერნანდესი (46. რიკარდო ლეონი), კანელია - ტრეხო, ლორა, გალვესი, დე ლას კუევასი (66. კოლუნგა) - სანგოი (56. ანდრე კაშტრო).
გოლები: 0:1 დე ლას კუევასი (29-პენ), 1:1 იგუაინი (36), 2:1 რონალდო (73), 3:1 ბენზემა (81)
გაფრთხილება: სერხიო რამოსი, პეპე - ტრეხო, კანელია, კუელიარი (სათ. სკამზე), ბოტია, ხუან პაბლო, გალვესი
გაძევება: კანელია (79)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 6-27; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 24-3 (6-2); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 72 000
ლევანტე-ბარსელონა 1:2 (იხილეთ ვიდეო)
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა (88. რ. სუარესი) - ვალდო, ბარკერო (87. ხუანლუ), ბოტელიო (79. ღეზალი) - კონე.
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - პუიოლი, მასკერანო, ადრიანო - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი, ჩავი (46. კვენკა), ფაბრეგასი - სანჩესი (75. დანი ალვეში), მესი, პედრო (53. ინიესტა).
გოლები: 1:0 ბარკერო (23-პენ), 1:1 მესი (64), 1:2 მესი (72-პენ)
გაფრთხილება: პ. ლოპესი, იბორა, კაბრალი, ვალდო, ხუანფრანი - ბუსკეტსი, ადრიანო
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 15-6; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 5-16 (2-8); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 25 000
ესპანიოლი-ვალენსია 4:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, კ. გომესი (62. ვ. სანჩესი) - ს. გარსია (81. რუი ფონტე), ვერდიუ, ვეისი (55. ა. ვასკესი) - კ. უჩე.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, ალბა - მ. თოპალი, ტინო კოსტა - პ. ერნანდესი (46. ადურისი), პარეხო (46. ფეგული), მატიო - ჟონასი (65. კანალესი).
გოლები: 1:0 კ. გომესი (25), 2:0 ვერდიუ (29), 3:0 ა. ვასკესი (57), 4:0 კ. უჩე (79)
გაფრთხილება: დიდაკ ვილა, ბაენა, სანჩესი - ალბა, ერნანდესი, კოსტა, მატიო, ადურისი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 16-4 (5-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 28 000
ბეტისი-ოსასუნა 1:0
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - მონტერო (79. მატილია), ბენატი, ირინეი, ხ. პერეირა (63. ხუანმა) - რ. კასტრო, სანტა კრუსი (76. მოლინა).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ეჩაიდე, ლოლო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ლო - სეხუდო (69. ტიმორი), რ. გარსია, ლამა (64. ბალდე) - ნინო.
გოლი: 1:0 რ. კასტრო (34)
გაფრთხილება: პაულაუ - ლო, ლოლო
გაძევება: რ. გარსია (61)
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-5 (4-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 35 000
მალაგა- სოსიედადი 1:1
მალაგა (4-2-3-1): რუბენი - გამესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი (78. ხუანმი) - დემიკელისი, მარესკა (61. ელიზეუ) - კასორლა, სება ფერნანდესი (56. ვან ნისტელროი), ისკო - რონდონი.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, ილარამენდი - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (78. კ. მარტინესი) - ველა (69. აგირეჩე).
გოლები: 1:0 ისკო (19), 1:1 ჩაბი პრიეტო (48)
გაფრთხილება: მატეისენი, დემიკელისი - გონსალესი
გაძევება: გონსალესი (44)
კუთხური: 15-6; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 19-10 (6-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 27 500
ვილიარეალი-რასინგი 1:1
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, საპატა, მუსაჩიო, კატალა - მარჩენა (69. სენა), ბრუნო - ე. პერესი, ბ. ვალერო, მარტინუჩო (62. კამუნიასი) - ნილმარი (83. კასტელინი).
რასინგი (4-2-3-1): მარიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, სისმა - დიოპი (82. ბედია), კოლსა - მუნიტისი, ადრიანი (66. აკოსტა), ხ. ლუკე (75. სამპერიო) - სტუანი.
გოლები: 1:0 პერესი (46), 1:1 აკოსტა (93)
გაფრთხილება: ვალერო, პერესი - კოლსა, დიოპი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 15-6; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 19-7 (5-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 000
სარაგოსა-გრანადა 1:0
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, და სილვა, პარედესი (83. ლანძარო), აბრაამი - სუკულინი, დუიმოვიჩი - ლაფიტა, რუბენ მიკაელი, ე. ორიოლი (59. ობრადოვიჩი) - არანდა (71. პოშტიგა).
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, მაინსი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი (51. აბელი), მ. რიკო - უჩე, კ. მარტინში (80. იგჰალო), ბენიტესი - ხეიხო (56. ხარა)
გოლი: 1:0 დუიმოვიჩი (6)
გაფრთხილება: ალვარესი, და სილვა, პარედესი - ხეიხო, ნიომი, ხარა
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 25-10; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8-10 (4-0); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 30 000
ბილბაო-მალიორკა 1:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (54. ეკიზა) - სუსაეტა, დე მარკოსი, ი. გომესი (76. გაბილონდო) - ფ. ლორენტე (70. ტოკერო).
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, კრესპი, რამისი, პ. კასერესი (81. ჰემედი) - ბიგასი (65. ტეხერა), პინა - ნსუე, ალფარო (46. გ. კასტრო), პერეირა - ვიქტორი.
გოლი: 1:0 ფ. ლორენტე (12)
გაფრთხილება: ანდერი - კასერესი, სენდროსი, პინა, ტეხერა
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-11 (2-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 38 000
ვალეკანო-ატლეტიკო 0:1
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, არიბასი, რ. ბრავო (77. პაჩეკო), კასადო - მოვილია (85. ბენიტო), ტრაშორასი - პიტი, მიჩუ, ლ. ბანგურა (76. დელიბაშიჩი) - ტამუდო.
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი, ტიაგო - სალვიო (60. არდა თურანი), დიეგო (90. პერეა), ადრიან ლოპესი - ფალკაო.
გოლი: 0:1 ფალკაო (64)
გაფრთხილება: მოვილია, ბანგურა, ტამუდო, ტრაშორასი, არიბასი, ტიტო - მირანდა, ადრიან ლოპესი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12-9 (3-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 15 000
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 33 27 4 2 107-29 85
2. ბარსელონა 33 25 6 2 96-24 81
3. ვალენსია 33 14 10 9 50-42 52
4. მალაგა 33 15 6 12 49-46 51
5. ლევანტე 33 14 6 13 47-46 48
6. ოსასუნა 33 11 13 9 37-53 46
7. ატლეტიკო 33 12 9 12 44-41 45
8. სევილია 32 12 9 11 39-33 45
9. ბილბაო 33 11 12 10 48-44 45
10. ესპანიოლი 33 12 9 12 43-43 45
11. ხეტაფე 32 11 9 12 33-43 42
12. ბეტისი 33 12 6 15 40-45 42
13. მალიორკა 33 10 10 13 35-41 40
14. ვალეკანო 33 12 4 17 49-58 40
15. სოსიედადი 33 10 9 14 40-49 39
16. ვილიარეალი 33 8 12 13 34-47 36
17. გრანადა 33 10 6 17 30-49 36
18. სარაგოსა 33 8 7 18 29-59 31
19. სპორტინგი 33 7 7 19 33-63 28
20. რასინგი 33 4 14 15 24-52 26
ბომბარდირები
41 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო).
ბარსელონას დარჩენილი 5 მატჩი
(3 შინ, 2 სტუმრად)
ბარსელონა-რეალი
ვალეკანო-ბარსელონა
ბარსელონა-მალაგა
ბარსელონა-ესპანიოლი
ბეტისი-ბარსელონა
რეალის დარჩენილი 5 მატჩი
(2 შინ, 3 სტუმრად)
ბარსელონა-რეალი
რეალი-სევილია
ბილბაო-რეალი
გრანადა-რეალი
რეალი-მალიორკა
მესი VS რონი
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ლევანტესთან" 2:1 მოგებულ მატჩში, 7-ჯერ დაარტყა კარისკენ - 2-ჯერ ზუსტად, 2 გოლი (ერთი პენალტით) გაიტანა, მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ.
კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სპორტინგთან" 3:1 მოგებულ მატჩში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ - ერთხელ ზუსტად, გაიტანა გოლი, 4-ჯერ დაჯარიმდნენ მის წინააღმდეგ, ის თამაშგარეში ერთხელ მოხვდა.
ორივემ კარგად ითამაშა - 1:1 ამ ტურში და 20:19 მესის სასარგებლოდ. შემდეგ ტურში უშუალო დაპირისპირებაა. როგორც შევთანხმდით, ამ შემთხვევაში გამარჯვებისთვის ქულა ორმაგდება.
ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 3-4-3
კლაუდიო ბრავო (რეალ სოსიედადი, 3) - პეპე (რეალი, 1), სერხიო ბალესტეროსი (ლევანტე, 5), რაულ როდრიგესი (ესპანიოლი, 1) - ჩაბი პრიეტო (რეალ სოსიედადი, 1), ტომისლავ დუიმოვიჩი (სარაგოსა, 1), ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი, 3), ჯეფერსონ მონტერო (ბეტისი, 2) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 14), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო, 4), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 14).
კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი 14-14-ჯერ მოხვდნენ სიმბოლურში.
ტურის გმირი
კრიშტიანო რონალდო (რეალი) და ლიონელ მესი (ბარსელონა)
ამ ორი ფეხბურთელის დამსახურებაა, რომ გრანდებმა არ წაიფორხილეს.
ტურის ფრაზები
აიტორ კარანკა: "ეს რეკორდი მათთვისაა, ვინც მიიჩნევს, რომ მოურინიო დაცვითი ყაიდის მწვრთნელია", - ლა ლიგაში "რეალის" მიერ 107 გოლის გატანის შემდეგ.
ხოსეპ გვარდიოლა: "ლა ლიგის მოგება კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია", - "ბარსელონას" თავკაცი მას მერე, რაც "რეალთან" ჩამორჩენა კვლავ 4 ქულა დარჩა.
უნაი ემერი: "ჩვენ წავაგეთ თამაში ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად", - "ესპანიოლთან" 0:4 მარცხის შემდეგ.
მაურისიო პოჩეტინო: "თამაშის ყველა ასპექტში მეტოქეს ვჯობდით", - "ესპანიოლის" არგენტინელი თავკაცი "ვალენსიას" 4:0 განადგურების შემდეგ.
მანოლო ხიმენესი: "ჩემს გუნდს ლომის გული აქვს", - "სარაგოსას" თავკაცი "გრანადას" დამარცხების მერე.
რადამელ ფალკაო: "ეს ის მოგებაა, რომელიც ასე ძალიან გვესაჭიროებოდა", - "ატლეტიკოს" ფორვარდი მცირე მადრიდული დერბის შემდეგ.
ტურის 5 საუკეთესო გოლი
1. ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი) "ვალენსიას" კარში.
2. ისკო (მალაგა) "რეალ სოსიედადის" კარში.
3. რუბენ კასტრო (ბეტისი) "ოსასუნას" კარში.
4. ფერნანდო ლორენტე (ბილბაო) "მალიორკას" კარში (საგოლე პასი: იბაი გომესი).
5. კრიშტიანო რონალდო (რეალი) "სპორტინგის" კარში (საგოლე პასი: ანხელ დი მარია).
ტურის სტატისტიკა
შენიშვნა: წუხანდელი მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის
19 გოლი ტურში (2,11 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 53 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: ლიონელ მესი (ბარსელონა).
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაიმე სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 72 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ტერესა რივერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - ბარსელონა
ყველაზე მეტი ჯარიმა: 26 - სპორტინგი
ყველაზე მეტი კუთხური: 15 - მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 72% - ბარსელონა
ასისტენტები
15 - მესუთ იოზილი (რეალი); 14 - ანხელ დი მარია (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 11 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - დანი ალვეში (ბარსელონა); ხესუს ნავასი (სევილია); 8 - რაულ გარსია (ოსასუნა), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი).
გოლი+პასი
55 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 52 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - გონსალო იგუაინი (რეალი); 24 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).
ზამორას ტროფეი
0,73 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,88 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,16 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,32 - დუდუ ავატე (მალიორკა); 1,33 - გორკა ირაისოსი (ბილბაო), მიგელ ანხელ მოია (ხეტაფე).
მომდევნო ტური
21 აპრილი: მალიორკა-სარაგოსა, სპორტინგი-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-რეალი, სევილია-ლევანტე.
22 აპრილი: გრანადა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ვილიარეალი, რასინგი-ბილბაო, ატლეტიკო-ესპანიოლი, ვალენსია-ბეტისი.
23 აპრილი: ოსასუნა-მალაგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"