კუპერი: საქართველოში ადამიანური გამოცდილება უფრო მივიღე, ვიდრე საფეხბურთო

AutoSharing Option

16 სექტემბერს, სალონიკიში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში "არისი" ამ ტურნირის პირველ და, ჯერჯერობით ერთადერთ, გამარჯვებულ "ატლეტიკოს" მასპინძლობს. მაშინ როცა "სან მამესზე" ლა ლიგის ათლეტური დერბი მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრების ექსთავკაც ექტორ რაულ კუპერს ტრიბუნაზე ნახავდით, ის მომავალი მეტოქის თამაშს სწავლობდა. "დიარიო AS-მა" შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და კუპერთან ექსკლუზიური ინტერვიუ შემოგვთავაზა. არგენტინელი ფიქრობს, რომ "ატლეტიკოს" დამარცხება შესაძლებელია...

ამ ინტერვიუს ბოლოსწინა კითხვა კი საქართველოს ნაკრებში გატარებულ პერიოდს ეხება და მას სრულად შემოგთავაზებთ:

- როგორი გამოცდილება მიიღეთ საქართველოს ნაკრებში მუშაობით?
-

ეს უფრო ადამიანური გამოცდილება იყო, ვიდრე საფეხბურთო, რადგან მძიმე სირთულეებს გადავეყარე. იქ ყველაფერი ძალიან შეზღუდული იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვასრულებდით ამ სამუშაოს. საქართველოს ნაკრების გაწვრთნა იმაზე ბევრად რთული გამოდგა, ვიდრე თავიდან ვფიქრობდი. და მაინც, ჩვენმა მუშაობამ, იმის მიუხედავად რომ დადებითი შედეგი არ გვქონდა, კმაყოფილების შეგრძნება და მომავლის სტიმული მოგვცა. საერთო ჯამში ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული