საფეხბურთო გურმანები დაგვეთანხმებიან, ალვარო ნეგრედოს ერთი გოლი, ესთეტიკური თვალსაზრისით, დანარჩენ ხუთს წონის, თუმცა ტაბლოზე ეს არ
"სევილიამ" მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში. ამ გოლზე დაწვრილებით არის დასაწერი, რადგან ის მსოფლიო კლასისა გამოდგა - პიოტრ ტროხოვსკიმ კარგად შეამჩნია საჯარიმოში შევარდნილი ნეგრედო. ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ სიტუაციაში და ბურთი კარისკენ "მაკრატელა" დარტყმით გადაგზავნა, მასპინძელთა მეკარე კი მოძრაობაზე დაიჭირა.
ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ლუის გარსიას გუნდი ბატონპატრონობდა. პირველ ტაიმში "ხეტაფემ" გათანაბრება მოასწრო - გავილანის კუთხურს ანდალუსიელ მცველთა შეცდომა მოჰყვა. მიგელ ტორესიც ყველაზე უკეთ გაერკვა სიტუაციაში.
მეორე ტაიმი ლასენის გოლით დაიწყო. ამის მერე მიკუმ დუბლი შეასრულა, ხოლო პედრო რიოსმა გოლი თავით გაიტანა - 5:1. 30 წლის პედრო რიოსი ორივე გუნდში საუკეთესო იყო გოლით და ორი საგოლე პასით. "ხეტაფე" "სევილიას" ქულებით გაუტოლდა. ესპანეთის ჩემპიონატში 45-45 ქულა ერთბაშად 5 კლუბს აქვს - აი, ასეთი ბრძოლაა ევროსაგზურებისთვის.
ლუის გარსია (ხეტაფე): "ამ გამარჯვებით ჩვენ კარი ევროოცნებას გავუღეთ. ევროპა "ატლეტიკოს" ან "სევილიას" უფრო ელის, ჩვენთვის კი დიდი პატივია, რომ მათ თანაბრად ვებრძვით და ვჯობნით კიდევაც".
მიჩელი (სევილია): "თავის მართლებაც კი არ ღირს, ყველაფერი ცხადია".
ხეტაფე-სევილია 5:1
საუკეთესო: პედრო რიოსი (ხეტაფე)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 33 27 4 2 107-29 85
2. ბარსელონა 33 25 6 2 96-24 81
3. ვალენსია 33 14 10 9 50-42 52
4. მალაგა 33 15 6 12 49-46 51
5. ლევანტე 33 14 6 13 47-46 48
6. ოსასუნა 33 11 13 9 37-53 46
7. ბილბაო 33 11 12 10 48-44 45
8. ატლეტიკო 33 12 9 12 44-41 45
9. სევილია 33 12 9 12 40-38 45
10. ესპანიოლი 33 12 9 12 43-43 45
11. ხეტაფე 33 12 9 12 38-44 45
12. ბეტისი 33 12 6 15 40-45 42
13. მალიორკა 33 10 10 13 35-41 40
14. ვალეკანო 33 12 4 17 49-58 40
15. სოსიედადი 33 10 9 14 40-49 39
16. ვილიარეალი 33 8 12 13 34-47 36
17. გრანადა 33 10 6 17 30-49 36
18. სარაგოსა 33 8 7 18 29-59 31
19. სპორტინგი 33 7 7 19 33-63 28
20. რასინგი 33 4 14 15 24-52 26
ბომბარდირები
41 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო).
მომდევნო ტური
21 აპრილი: მალიორკა-სარაგოსა, სპორტინგი-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-რეალი, სევილია-ლევანტე.
22 აპრილი: გრანადა-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-ვილიარეალი, რასინგი-ბილბაო, ატლეტიკო-ესპანიოლი, ვალენსია-ბეტისი.
23 აპრილი: ოსასუნა-მალაგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"