"სპორტინგის" ფეხბურთელი: ჟოზე მოურინიომ სახეში გამარტყა

AutoSharing Option
ვიდეო
ჟოზე მოურინიო მორიგ სკანდალში გაეხვა - "სპორტინგთან" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში სათადარიგოთა სკამებთან ჩოჩქოლი ატყდა. ტელეკამერებმა "რეალის" პორტუგალიელი თავკაცი დააფიქსირეს, რომელიც ჟესტიკულაციით ვიღაცაზე უთითებდა - გიჟიაო.

თურმე, მოუს და მის ასისტენტ რუი ფარიას ინციდენტი "სპორტინგის" სათადარიგო ფეხბურთელებთან მოსვლიათ. ეს ფარია საერთოდ დიდად სკანდალური ვინმეა, ყველაზე ხშირად მას აძევებენ მსაჯები.

პირველ ტაიმში, როცა "სპორტინგი" იგებდა, "სპორტინგის" სათადარიგო სკამიდან პეპეს ბურთი ესროლეს. სწორედ მათ მიეჭრა პორტუგალიელი. ხავიერ კლემენტეს ერთ-ერთმა ასისტენტმა მოუბოდიშა მას, მაგრამ "განსაკუთრებულმა" უკმეხად აიქნია ხელი, რასაც უკვე გაწევ-გამოწევა მოჰყვა. "სპორტინგის" სათადარიგო
ფეხბურთელი ნაჩო კასესი კი ირწმუნება, რომ მოურინიო მას ხელითაც შეეხო, სახეში გაარტყა.

მსაჯმა ამ ეპიზოდში სამი ყვითელი ბარათი დაარიგა: მოურინიოს, ფარიას და კიდევ ერთ სათადარიგო სპორტინგელს, ივან კუელიარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული