"ბარსელონა" გარეთ ბეილის ტრანსფერზე შეთავაზებას ამზადებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონა" სერიოზულად დაფიქრდა ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელის, გარეთ ბეილის შეძენაზე.

"ტელეგრაფის" ცნობით, "ბლაუგრანას" დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, როგორ შეცვალოს დაცვის მარცხენა ფლანგზე ერიკ აბიდალი.

"ბარსელონას" სკაუტთა სამსახურის შეფი ალბერტ ვალენტინი რამდენჯერმე გაემგზავრა ინგლისში ბეილის თამაშის სანახავად.

გამომდინარე აქედან, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს უელსელი ფეხბურთელი იქნება. აი, ნეიმარის შეძენას კი ესპანელები ცოტა ხნით გადადებენ.

შეგახსენებთ, რომ ბეილის "დეზებთან" ხელშეკრულების მიხედვით, ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ კლუბმა მინიმუმ 37 მილიონი ფუნტი უნდა გადაიხადოს და როგორც ჩანს, კატალონიელები ამ თანხის
გადახდაზე უარს არ იტყვიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული