ბარსელონა VS რეალი - სეზონის უმთავრესი მატჩი

AutoSharing Option
ან დღეს ან აღარ - ასეთი უნდა იყოს "ბარსელონას" დევიზი - დიახ, 21 აპრილს "კამპ ნოუზე" ჩემპიონს უკანასკნელი რეალური შანსი ეძლევა ტიტული დაიცვას.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა 164-ე, ლალიგური "ელ კლასიკო" აუცილებლად უნდა მოიგოს, თუ სურს ჟოზე მოურინიოს "რეალისგან" ჩემპიონის სახელი დაიცვას.

მასპინძელთა გამარჯვების გარდა ყველა სხვა შედეგი "რეალისაა", ეს კი მოურინიოს ტიპის თავკაცისთვის (რომელსაც შედეგზე თამაში ზედმიწევნით ეხერხება) მისწრებაა...

ლა ლიგაში ეს 164-ე დაპირისპირება კი არის, მაგრამ სულ "ბარსა" და "რეალი" ერთმანეთს 218-ჯერ შეხვდნენ.

კლასიკოს გამოტოვების საფრთხის წინაშეა "ბარსას" ჩილელი
ფორვარდი ალექსის სანჩესი, რომელმაც "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში ფეხი დაიზიანა. ხოსეპ გვარდიოლას სხვა ახალი ტრავმირებული არა ჰყავს - ბუნებრივია, ფონტასის, აბიდალის და ვილიას თამაშზე საუბარი არ არის. იბრაჰიმ აფელაი ჯანზეა და თუ პეპი გადაწყვეტს, ითამაშებს კიდევაც.

ჟოზე მოურინიო ალბათ დააბრუნებს სასტარტო შემადგენლობაში ბრაზილიელ მარსელოს. დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ გუნდს უბრუნდება ჩაბი ალონსო. რიკარდო კარვალიო და ლასანა დიარა ვერ ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი - ჩავი, ბასკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, პედრო.
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა, რონალდო - ბენზემა.

ფაქტები
ბარსელონა
* "ბარსელონას" ლა ლიგაში ზედიზედ ბოლო 11 თამაში აქვს მოგებული. ბურთების შეფარდება 33:8.
* ამ სეზონში კატალონიელებმა ჯამში 167 გოლი გაიტანა, 15-ით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.
* "ბარსელონას" "კამპ ნოუზე" 54 მატჩია არ წაუგია. დიდებული შედეგია, თუმცა კლუბის რეკორდი მაინც არ არის - 1973 წლიდან 1976 წლამდე "ბარსამ" 73 მატჩი არ წააგო.
* ბოლო 16 შეხვედრაში ლიონელ მესიმ 29 გოლი გაიტანა.

რეალი
* 18 მატჩია, "რეალს" ლა ლიგაში არ წაუგია. ბოლო წაგება "სამეფო კლუბს" "ბარსელონასთან" ჰქონდა - 10 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" - 1:3.
* "ლოს ბლანკოსს" ჯერ არ მოუგია "ბარსასთვის" ჩემპიონატში, რაც კატალონიური გუნდის თავკაცი გვარდიოლაა.
* პირველივე გოლი "რეალისთვის" რეკორდული 108-ე იქნება სეზონში ლა ლიგის კლუბისთვის.

ორი გრანდის სტატისტიკა
ყველაზე გამტანები
"რეალმა" 107 გოლი გაიტანა და ერთი გოლი აშორებს ლა ლიგის ყველა დროის რეკორდს, ხოლო "ბარსელონა" არც ისე შორსაა 100-გოლიან ნიშნულთან (96).

საუკეთესო დაცვა
ორივე გუნდს ლა ლიგაში საუკეთესო დაცვის ხაზი აქვს. 33-33 მატჩში "ბარსამ" სულ რაღაც 24 გოლი გაუშვა, "რეალმა" - 29.

ყველაზე მეტი დარტყმა
მადრიდელებმა ამ სეზონში მეტოქეთა კარისკენ 270-ჯერ გაისროლეს, ხოლო კატალონიელებმა - 256-ჯერ.

უშანსო მეტოქეები
ეს ორი გუნდი ლა ლიგის ოპონენტებს ყველაზე ცოტა საგოლე შანსს აქმნევინებენ. "ბარსას" კარში სულ 88-ჯერ დაარტყეს, "რეალის" - 114.

ასისტენტები
ლიგის ლიდერების ანგარიშზე 76 საგოლე პასია ჯამში. 20-ით მეტი, ვიდრე ჩემპიონს დაუგროვდა.

თამაშგარე მდგომარეობაში
თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ: "ბარსა" 111-ჯერ გამოიჭირეს თამაშგარეში, "რეალი" - 114-ჯერ.

პასები, პასები
"ბარსელონას" ანგარიშზე 21 984 პასია (საშუალოდ 666 მატჩში), "რეალის" - 16 514 (500)

დრიბლინგის მეფეები
აქაც "ბარსაა" წინ - 404 წარმატებული დრიბლინგი სეზონში, "რეალის" 294-ის წინააღმდეგ.

უფრო უხეში მადრიდი
მადრიდელები 448-ჯერ დაჯარიმდნენ სეზონში, კატალონიელები 343-ჯერ

პენალტისტი მადრიდელები
"რეალის" სასარგებლოდ 11 პენალტი დაინიშნა და 11-ვე კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. "ბარსას" სასარგებლოდ 7 პენალტი დაინიშნა და 4 ვერ გამოიყენეს.

ლეო და რონი
41-41 გოლით კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი ლიდერობენ ბომბარდირთა დავაში. არგენტინელმა 174-ჯერ დაარტყა კარისკენ, პორტუგალიელმა - 220-ჯერ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIV ტური
21 აპრილი
სპორტინგი-ვალეკანო 20:00
დისკვალიფიკაცია: კანელია, გალვესი - ტამუდო, ტიტო
ტრავმა: ორფილა (?), მენდი (?), ეგურენი, კარმელო, ერნანდესი, გრეგორი (?) - ხიმენესი, ფუეგო, არიბასი, მიჩელი, პერეირა, არმენტეროსი (?), დიამანკა, პულიდო (?)

მალიორკა-სარაგოსა 20:00
დისკვალიფიკაცია: ალვარესი, მიკაელი (სარ)
ტრავმა: ალვარო, მარტი (?), ნუნიეში, ჩიკო (?), ბიგასი, ტისონე (?), კევინი - არანდა (?), ობრადოვიჩი (?), პარედესი (?), მინეირო (?)

ბარსელონა-რეალი 22:00
ტრავმა: სანჩესი (?), ფონტასი, ვილია, აბიდალი - რიკარდო კარვალიო

სევილია-ლევანტე 00:30
დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი (ლევ)
ტრავმა: გუარენტე, რეიესი (?), სპაჰიჩი (?), კანუტე, პალოპი (?), პეროტი - დელ ორნო

22 აპრილი
გრანადა-ხეტაფე 14:00
ტრავმა: ხეიხო (?), კორტესი, დიახატე, რომერო, რობერტო, იებდა, ფ. რიკო - ლოპო, ვალერა (?), ლოპესი, პედრო ლეონი (?), უსტარი

სოსიედადი-ვილიარეალი 14:00
დისკვალიფიკაცია: გონსალესი (სოს)
ტრავმა: კადამურო, იფრანი, ბერგარა, მარტინესი, არანბურუ (?) - როსი, ბ. ვალერო (?), გასპარი, რუბენი (?)

რასინგი-ბილბაო 18:00
ტრავმა: პიკონი, გონსალესი (?), დიოპი (?), კენედი, არანა (?) - ოსიო, პერესი, მარტინესი, კასტილიო

ატლეტიკო-ესპანიოლი 20:00
ტრავმა: ლოპესი, სილვიო - ალბინი, მატიონი

ვალენსია-ბეტისი 23:30
დისკვალიფიკაცია: ერნანდესი, კოშტა, მატიო, ადურისი (ვალ)
ტრავმა: ბანეგა - ხუანმა, მარიო, ისიდორო, ბენატი (?), უსტარიცი

23 აპრილი
ოსასუნა-მალაგა 23:00
დისკვალიფიკაცია: გარსია - მატეისენი
ტრავმა: სოლა, ეჩაიდე, მასუდი, სერხიო (?) - ბაპტიშტა (?), ტულალანი, კაბალიერო

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 33 27 4 2 107-29 85
2. ბარსელონა 33 25 6 2 96-24 81
3. ვალენსია 33 14 10 9 50-42 52
4. მალაგა 33 15 6 12 49-46 51
5. ლევანტე 33 14 6 13 47-46 48
6. ოსასუნა 33 11 13 9 37-53 46
7. ბილბაო 33 11 12 10 48-44 45
8. ატლეტიკო 33 12 9 12 44-41 45
9. სევილია 33 12 9 12 40-38 45
10. ესპანიოლი 33 12 9 12 43-43 45
11. ხეტაფე 33 12 9 12 38-44 45
12. ბეტისი 33 12 6 15 40-45 42
13. მალიორკა 33 10 10 13 35-41 40
14. ვალეკანო 33 12 4 17 49-58 40
15. სოსიედადი 33 10 9 14 40-49 39
16. ვილიარეალი 33 8 12 13 34-47 36
17. გრანადა 33 10 6 17 30-49 36
18. სარაგოსა 33 8 7 18 29-59 31
19. სპორტინგი 33 7 7 19 33-63 28
20. რასინგი 33 4 14 15 24-52 26

ბომბარდირები
41 - ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული