ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში "ბარსელონასთან" "სამეფო კლუბმა" კატალონიელები 2:1 დაამარცხა.
"საქებარი სიტყვებისთვის ყველას მადლობელი ვართ, მაგრამ მთავარი მიზნისთვის ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია. ჩვენმა გუნდმა ეს ტრიუმფი დაიმსახურა. დღეს სუფთა ფეხბურთი იყო და "რეალის" გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის თამაშით სიამოვნება მიიღეს. წარმატების მთავარი განმაპირობებელი კი ის გახდა, რომ მეტოქეს თავისუფალი ზონები არ დავუტოვეთ", - განაცხადა რამოსმა.