"სევილიას" ფანებმა პროტესტის ნიშნად მოედანს ჩოგბურთის ბურთები ესროლეს

AutoSharing Option
ვიდეო
"სევილიას" გულშემატკივრებმა მათი გუნდის "ლევანტესთან" ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის გვიან დაწყებული მატჩის გამო პროტესტი გამოთქვეს და "სანჩეს პისხუანის" მოედანი ჩოგბურთის ბურთებით აავსეს.

"ელ კლასიკოს" გამო "სევილია"-"ლევანტეს" მატჩი რამდენიმე საათით გადაწიეს, რამაც სევილიელი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.

მატჩის დაწყებისთანავე ფანებმა მასპინძელთა კარის მხარეს უამრავი რაოდენობის ჩოგბურთის ბურთი ისროლეს, ხოლო ერთ-ერთ ბანერზე ასეთი წარწერა იყო: "გააჩერეთ მატჩი, მოურინიო ლაპარაკობს".

ამის შემდეგ შეხვედრა შეჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც მოედანი ჩოგბურთის ბურთებისგან გაასუფთავეს. მატჩი კი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული