"ელ კლასიკოს" გამო "სევილია"-"ლევანტეს" მატჩი რამდენიმე საათით გადაწიეს, რამაც სევილიელი გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია.
მატჩის დაწყებისთანავე ფანებმა მასპინძელთა კარის მხარეს უამრავი რაოდენობის ჩოგბურთის ბურთი ისროლეს, ხოლო ერთ-ერთ ბანერზე ასეთი წარწერა იყო: "გააჩერეთ მატჩი, მოურინიო ლაპარაკობს".
ამის შემდეგ შეხვედრა შეჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც მოედანი ჩოგბურთის ბურთებისგან გაასუფთავეს. მატჩი კი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.