გამარჯვების გოლის ავტორი სხვა არავინაა, თუ არა კრიშტიანო რონალდო - ფეხბურთელი, რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა. თურმე, შესაძლებელია, რომ ერთმა ადამიანმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში 42 გოლი გაიტანოს, თანაც, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 4 ტური რჩებოდეს...
კასტილიელთა სატიტულო ქრონიკა
თამაშის წინ ჟოზე მოურინიოს გამომეტყველებაზეც ეტყობოდა, რომ მისი "რეალი" საბრძოლველად
მასპინძლებმა ჩვეული, შემტევი თამაში შემოგვთავაზეს, თუმცა უკან არც "რეალს" დაუხევია. პირველი საგოლე მომენტი მე-4 წუთზე შეიქმნა, როცა ვიქტორ ვალდესმა რონალდოს თავური კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ ვალდესმა იოლად აიღო ქარიმ ბენზემას დარტყმული.
მე-17 წუთზე "რეალმა" ლა ლიგის რეკორდი დაამხო - 108-ე გოლი გაიტანა სეზონში, თუმცა გოლის ავტორ სამი ხედირაზე არანაკლები წვლილი ვალდესსა და გუნდის კაპიტან კარლეს პუიოლს მიუძღვით. მესუთ იოზილმა კუთხური ჩამოაწოდა, პეპემ თავით დაარტყა, ვალდესმა კი ბურთი ვერ შეიმაგრა ხელში. სანამ პუიოლმა რამე მოიმოქმედა, გერმანელმა ანგარიში გახსნა - 0:1.
ათ წუთში ჩავიმ ანგარიშის გათანაბრების ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან. ლეო მესის პასით იკერ კასილიასთან პირისპირ გასულმა ბარსელონელმა ხეირიანად ვერ დაარტყა.
მეორე ტაიმში მოურინიოს გუნდმა შეძლო "ბარსელონას" შეტევებისთვის სიმწვავე მოეკლო. მასპინძლები მომენტებს ძნელად ქმნიდნენ. ორჯერ კი ახალგაზრდა კრისტიან ტელიომ ქარს გაატანა შესაშური შანსები, მაგრამ ერთს ტელიოს ვერ დავუკარგავთ - ის არ ჩერდებოდა და სახიფათო იყო. 70-ე წუთზე ამან შედეგიც გამოიღო, როცა შეცვლაზე შესულმა ალექსის სანჩესმა, კასილიასის გმირობის მიუხედავად, გოლი გაიტანა.
"კამპ ნოუზე" იმედი გაჩნდა, მაგრამ სამ წუთში ყველაფერს წერტილი დაესვა - მესუთ იოზილმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე რონალდო მოძებნა. პორტუგალიელმაც წინ გამოსულ ვალდესს იოლად აჯობა - 1:2.
"რეალი" 7 ქულით დაწინაურდა საჩემპიონო დოღში. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დამთავრდა...
მატჩის შემდეგ
აიტორ კარანკა (რეალი): "ჩემი აზრით, კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მან დღეს რამდენიმე ეპიზოდში დიდებულად ითამაშა. იოზილმაც დღეს კარგად ითამაშა. ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა კი უფრო დაძაბული მუშაობა გვმართებს.
მინდა ვთქვა, რომ ლა ლიგის მოგების საკითხი ჯერ არ გადაგვიწყვეტია. ჯერ ოთხი ტური დარჩა და ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ ისინიც მოვიგოთ. ახლა ყველანი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩზე ვფიქრობთ, "ბაიერნის" წინააღმდეგ. უნდა მოვუგოთ გერმანელებს. ახლავე შეიძლება იმის წარმოდგენა, რა გარემო იქნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" შექმნილი".
ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "უპირველესად, მინდა მივულოცო მადრიდელებს გამარჯვება. მინდა მივულოცო მათ ტიტულის მოგება. დიახ, ამ გამარჯვებით "რეალმა" ტიტული მოგვიგო. ფეხბურთელებს ვერაფერს დავუწუნებ, მათ დღეს ბრწყინვალედ ითამაშეს. ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით "რეალის" კონტრშეტევებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საგოლე შანსებს ქმნიდნენ. თუმცა ბოლოს მათ მაინც იძალეს. ვწვუხვარ ჩვენი კარგი გულშემატკივრების გამო, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა დღეს ყველაფერი გაიღეს მათ გასახარად; და არა მარტო დღეს, თითქმის ოთხი წელიწადია. ამიტომ, მგონია, რომ ისინი გაგვიგებენ. ახლა ჩვენ ცოტას დავისვენებთ და მხოლოდ "ჩელსისთან" მატჩზე ვიფიქრებთ".
ვინ როგორ ითამაშა
ბარსელონა
ვიქტორ ვალდესი: 5,5 - ხედირას გოლის ეპიზოდში შეცდა, ბურთი ხელში ვერ შეინარჩუნა. დამნაშავე იყო მეორე გოლშიც - ან უფრო თამამად უნდა გამოსულიყო და რონალდოსთვის კუთხე შეეზღუდა, ან კარის ხაზზე დარჩენილიყო.
დანი ალვეში: 6 - წინ თამაშობდა, თუმცა მეორე ტაიმში ნელ-ნელა ფლანგზე შეტევიდან უკან მოუწია დახევა.
კარლეს პუიოლი: 5,5 - ვალდესს რომ ბურთი გაუვარდა, ყველაზე ახლოს კაპიტანი იყო, მაგრამ მას ხედირამ დაასწრო.
ადრიანო: 5,5 - შეტევებში წასვლის თითქოს ეშინოდა, თუმცა დი მარიას შეჩერება შეძლო.
ჩავი: 6 - ჩვეულად ვერ აკეთებდა პასებს მადრიდელი მცველების ზურგსუკან. მეორეში შეცვალეს კიდეც.
ანდრეს ინიესტა: 6 - პირველ ტაიმში უფრო მონდომებული იყო, ვიდრე მეორეში.
ტიაგო ალკანტარა: 5,5 - ძალიან მოწადინებული იყო, მაგრამ პასის სიზუსტე ხშირად აღალატებდა.
ხავიერ მასკერანო: 6 - არგენტინელი სოლიდურად გამოიყურებოდა დაცვაში.
სერხიო ბუსკეტსი: 5,5 - ჩვეულზე უფრო სუსტად ითამაშა. მატჩის დიდ ნაწილში დაცვაში მოუწია თამაში.
ლიონელ მესი: 6 - რამდენიმე ფანტასტიკური პასი თანაგუნდელებს - სულ ეს არის მესის მონაგარი. ცოტაა...
კრისტიან ტელიო: 4,5 - ორი საგოლე შანსი გაანიავა.
შეცვლაზე შესულები: სესკ ფაბრეგასი - 5,5; ალექსის სანჩესი - 6.
რეალი
იკერ კასილიასი: 6 - დანი ალვეშს სახიფათო დარტყმული აუღო, გაშვებული ბურთისასაც დიდებულად ითამაშა, ორჯერ მოიგერია "მკვდარი" ბურთი.
პეპე: 7 - იცავდა კარგად, მეტოქეები საშინელ პრესინგში ჰყავდა, გოლი მის თავურს მოჰყვა.
სერხიო რამოსი: 8 - "რეალის" ცენტრალური მცველის უნაკლო თამაში. მესის სახიფათო ზონებში საერთოდ არ უშვებდა.
ფაბიო კოენტრაო: 6 - ერთი-ორჯერ მაინც დაუძვრა დანი ალვეში.
ალვარო არბელოა: 7 - აჯობა ფლანგზე ახალგაზრდა ტელიოს.
სამი ხედირა: 7 - სარეკორდო გოლის ავტორი. ორთაბრძოლებს არ ერიდებოდა.
მესუთ იოზილი: 7 - რონალდოს საგოლე პასი გაუკეთა.
ჩაბი ალონსო: 6,5 - ერთი-ორჯერ მეტისმეტად იუხეშა.
ანხელ დი მარია: 5,5 - ბურთი ხშირად ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო მისი საღამო.
კრიშტიანო რონალდო: 7,5 - თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
ქარიმ ბენზემა: 7 - კარგი იყო ფრანგი, სახიფათო და მუდამ კარზე დაგეშილი.
შეცვლაზე შესულები: ესტებან გრანერო - 6; ხოსე კალეხონი - 5,5; გონსალო იგუაინი - 5,5.
ლა ლიგა. XXXIV ტური
მალიორკა-სარაგოსა 1:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, პ. კასერესი - მ. პერეირა, მარტი, პინა, რ. კასტრო (78. ნსუე) - ვიქტორი (92. კრესპი), ჰემედი (85. ბიგასი).
სარაგოსა (5-4-1): რობერტო - სუკულინი (80. ხუან კარლოსი), ლანძარო, პარედესი, და სილვა, აბრაამი - ლუის გარსია (68. ბარერა), დუიმოვიჩი (55. ე. ორიოლი), აპონიო, ლაფიტა - პოშტიგა.
გოლი: 1:0 ვიქტორი (34)
გაფრთხილება: პინა, კასერესი, ჩიკო - აბრაამი, გარსია, ლანძარო
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-11 (4-3); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 14 000
სპორტინგი-ვალეკანო 2:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, გრეგორი, ბოტია, აიოსე - ლორა, მოისესი - დე ლას კუევასი (74. ბილიჩი), ტრეხო (81. რივერა), კოლუნგა (65. მენდი) - სანგოი.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - რობერი (62. პულიდო), ლაბაკა, რ. ბრავო (77. მიჩელი), კასადო - მოვილია, ტრაშორასი - პიტი, მიჩუ, არმენტეროსი (35. დელიბაშიჩი) - დ. კოშტა.
გოლები: 1:0 სანგოი (18), 1:1 ლაბაკა (51), 2:1 ბილიჩი (77)
გაფრთხილება: აიოსე, გრეგორი, ბილიჩი, სუარესი - კასადო, ტრაშორასი, პულიდო
გაძევება: ლაბაკა (76), კასადო (87)
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 16-10 (6-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 000
ბარსელონა-რეალი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - პუიოლი, მასკერანო, ადრიანო (73. პედრო) - დანი ალვეში, ჩავი (68. სანჩესი), ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა - ტელიო (80. ფაბრეგასი), მესი, ტელიო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია (73. გრანერო), იოზილი (88. კალეხონი), რონალდო - ბენზემა (92. იგუაინი)
გოლები: 0:1 ხედირა (17), 1:1 სანჩესი (70), 1:2 რონალდო (73)
გაფრთხილება: ბუსკეტსი, მასკერანო - პეპე, ჩაბი ალონსო, იოზილი, გრანერო
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 14-14 (3-6); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 98 000
სევილია-ლევანტე 1:1
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კალა (83. კოკე), ფასიო, ესკუდე (44. დეივიდი), ფ. ნავარო - მედელი, ტროხოვსკი - ხესუს ნავასი, დელ მორალი, ლუნა (52. რეიესი) - ნეგრედო.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, კაბრალი, პ. ლოპესი - ხ. ტორესი (76. ფარინოსი), იბორა - ვალდო (76. ელ ჟარი), ბარკერო, ბოტელიო (86. ხუანლუ) - კონე.
გოლები: 1:0 ნეგრედო (21), 1:1 კონე (28)
გაფრთხილება: ესკუდე, მედელი, დელ მორალი - იბორა, კონე, ვენტა, ვალდო, ელ ჟარი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 22-7 (5-2); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 37 000
სოსიედადი-ვილიარეალი 1:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, დემიდოვი, დე ლა ბელა - ელუსტონდო, არანბურუ (65. პარდო) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (56. გრიზმანი), ველა - აგირეჩე (78. ხ. ლორენტე).
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო, კატალა - სენა, ბრუნო - ე. პერესი (89. ა. ლოპესი), ბ. ვალერო (89. მარჩენა), დე გუზმანი (58. კანი) - მ. რუბენი.
გოლები: 0:1 სენა (42), 1:1 ველა (85)
გაფრთხილება: ესტრადა, დემიდოვი, ელუსტონდო - კატალა, კანი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18-13 (4-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 24 000
გრანადა-ხეტაფე 1:0
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - მოისესი, მ. რიკო - ხარა (88. ლუსენა), კ. მარტინში (58. აბელი), ბენიტესი - უჩე (68. ხეიხო).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - მ. ტორესი, კატა დიასი, ალექსისი, მანე (74. მასილელა) - მიჩელი (55. ბარადა), ლასენი - რიოსი, დ. კასტრო (61. გუისა), გავილანი - მიკუ.
გოლი: 1:0 ხარა (18)
გაფრთხილება: გომესი, ბენიტესი - რიოსი, მიკუ
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 6-15; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 11-7 (6-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 500
რასინგი-ბილბაო 0:1
რასინგი (4-2-3-1): მარიო - ფრანსისი, ალვარო, ტორეხონი, სისმა - დიოპი, კოლსა - მუნიტისი (79. ხ. მარტინესი), ადრიანი (56. აკოსტა), ხ. ლუკე (56. სამპერიო) - სტუანი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (66. ეკიზა) - დე მარკოსი, იტურასპე - სუსაეტა, ანდერი (78. დ. ლოპესი), ი. გომესი - ტოკერო (56. ფ. ლორენტე).
გოლები: 0:1 ტოკერო (12)
გაფრთხილება: ალვარო, ხ. მარტინესი - აურტენეჩე, ამორებიეტა
კუთხური: 6-12; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 11-9 (3-2); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 10 000
ატლეტიკო-ესპანიოლი 3:1
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი (46. მ. სუარესი) - სალვიო, დიეგო (72. ადრიან ლოპესი), არდა თურანი (79. კოკე) - ფალკაო.
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა (70. ა. ვასკესი), რომარიკი (46. კ. გომესი) - ს. გარსია, ვერდიუ, კოუტინიო - კ. უჩე (81. პანდიანი).
გოლები: 1:0 გოდინი (9), 1:1 დიდაკ ვილა (19), 2:1 არდა თურანი (59), 3:1 არდა თურანი (61)
გაფრთხილება: გაბი, გოდინი, ფალკაო - მორენო, ლოპესი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17-13 (7-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 49 000
ვალენსია-ბეტისი 4:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რ. კოშტა, ალბა - ალბელდა (77. მადურო), პარეხო - ფეგული (73. პიატი), ჟონასი, კანალესი (80. ბერნატი) - სოლდადო.
ბეტისი (4-4-1-1): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - მონტერო (64. სევილია), კანიასი, ბენატი, ხ. პერეირა (62. ამაია) - რ. კასტრო - სანტა კრუსი (70. მოლინა).
გოლები: 1:0 ჟონასი (6), 2:0 ფეგული (63), 3:0 სოლდადო (86), 4:0 პიატი (88)
გაფრთხილება: ალბელდა, კოშტა - კანიასი, ბენატი
გაძევება: დორადო (56), მოლინა (89)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 14-8 (7-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 39 000
ოსასუნა-მალაგა დღეს 23:00
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 34 28 4 2 109-30 88
2. ბარსელონა 34 25 6 3 97-26 81
3. ვალენსია 34 15 10 9 54-42 55
4. მალაგა 33 15 6 12 49-46 51
5. ლევანტე 34 14 7 13 48-47 49
6. ბილბაო 34 12 12 10 49-44 48
7. ატლეტიკო 34 13 9 12 47-42 48
8. სევილია 34 12 10 12 41-39 46
9. ოსასუნა 33 11 13 9 37-53 46
10. ესპანიოლი 34 12 9 13 44-46 45
11. ხეტაფე 34 12 9 13 38-45 45
12. მალიორკა 34 11 10 13 36-41 43
13. ბეტისი 34 12 6 16 40-47 42
14. სოსიედადი 34 10 10 14 41-50 40
15. ვალეკანო 34 12 4 18 50-60 40
16. გრანადა 34 11 6 17 31-49 39
17. ვილიარეალი 34 8 13 13 35-48 37
18. სარაგოსა 34 8 7 19 29-60 31
19. სპორტინგი 34 8 7 19 35-64 31
20. რასინგი 34 4 14 16 24-53 26
ბომბარდირები
42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 41 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო).
მომდევნო ტური
28 აპრილი: ესპანიოლი-სპორტინგი, ხეტაფე-მალიორკა, ლევანტე-გრანადა, რეალ სოსიედადი-რასინგი, ვილიარეალი-ოსასუნა.
29 აპრილი: რეალი-სევილია, სარაგოსა-ბილბაო, მალაგა-ვალენსია, ბეტისი-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-ბარსელონა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"