ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIV ტურის შეჯამება: ოთხი წლის შემდეგ

AutoSharing Option
ეს ლა ლიგაა - ყველა რაღაცას აპროტესტებს, მაგრამ "სანჩეს პისხუანზე" "სევილიასა" და "ლევანტეს" მატჩის წინ უჩვეულო ამბები ვიხილეთ.

"დამნაშავე" აქაც "ელ კლასიკოა". ჩემპიონატის მთავარი დაპირისპირების გამო სევილიური შეხვედრა 2,5 საათით გვიან დანიშნეს. ეს ვერ აიტანეს "სევილიას" ფანებმა და... მოედანზე ჩოგბურთის ათასობით ბურთი გადაყარეს. ააგროვებდნენ სტიუარტები ბურთებს და ფანები ახალ პარტიას უშენდნენ მინდორს (იხილეთ ვიდეო). იქვე იყო გამოკიდებული ირონიული ბანერი: "რა დროს თამაშია, როცა მოუ ლაპარაკობს". მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს დაპირისპირება მაინც ფეხბურთის ბურთით შედგა და 1:1 მორჩა.

34-ე ტურმა
კი ძალიან ბევრი რამ გაარკვია - აღარ რჩება კითხვის ნიშანი: ოთხწლიანი განშორების შემდეგ "სამეფო კლუბი" ტიტულს იბრუნებს. მაშინდელ "რეალში" გუტი, რობინიო, რაული და ვან ნისტელროი ბრწყინავდნენ. თუმცა საჩემპიონო შემადგენლობის 6 ფეხბურთელი ახლაც გუნდშია: კასილიასი, სერხიო რამოსი, დიარა, იგუაინი, მარსელო და პეპე.

ვფიქრობთ, ამ ტურმა უიღბლო სამეულიც საბოლოოდ ჩამოაყალიბა. "სარაგოსას" და "სპორტინგს" უკვე 6-6 ქულა აშორებთ მშველელ მე-17 ადგილს. მაჩანჩალა "რასინგზე" აღარც არის ლაპარაკი...

ბარსა-რეალობა
"ეს იყო ჩვენი გუნდის საგამოფენო მატჩი, ჩვენ ასე თამაში შეგვიძლია. ამიტომაც ვართ ძალზე ბედნიერები - მოვიგეთ "კამპ ნოუზე", დავამყარეთ ლა ლიგის რეკორდი და ლიდერობა 7 ქულამდე გავზარდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე, რომელმაც 3 ქულა მოუტანა გუნდს, თუმცა მთავარი "რეალის" წარმატებაა და არა ჩემი", - ეს მატჩის გმირის, კრიშტიანო რონალდოს სიტყვებია.

ახლა რა რეკორდი დაამყარა "რეალმა": აქამდე ლა ლიგაში სეზონში ყველაზე მეტი გოლი 107 ჰქონდა 12 წლის წინანდელ "რეალს" გატანილი. სამი ხედირას გოლი 108-ე იყო (სხვათა შორის, გერმანელი 50-ე მატჩს ატარებდა "ლოს ბლანკოსის" რიგებში), ხოლო რონალდოსი - 109-ე. ბუნებრივია, დარჩენილ 4 ტურში "სამეფო კლუბი" კიდევ გაიტანს.

კრიშტიანო რონალდომ სეზონში გოლეადორის მიერ გატანილ გოლთა რიცხვი 42-ამდე გაზარდა. ყოველი გოლი ლა ლიგის ახალი რეკორდია. მასაც კიდევ 4 ცდა დარჩა. სხვათა შორის, კლასიკოს მეორე დღეს კაკა 30 წლის გახდა. ბრაზილიელს "კამპ ნოუზე" არ უთამაშია. მის ანგარიშზე "რეალში" 91 თამაში და 24 გოლია. მადრიდში დაბრუნებულ ტრიუმფატორებს აეროპორტში 500-ამდე ფანი დახვდა. ფანები უკვე აღნიშნავენ 32-ე ტიტულს, რომელიც "რეალს" ოფიციალურად ჯერ არ გაუფორმებია. და მაინც, გადავხედოთ დარჩენილ მატჩებს...

ბარსელონას დარჩენილი 4 მატჩი
(2 შინ, 2 სტუმრად)
ვალეკანო-ბარსელონა
ბარსელონა-მალაგა
ბარსელონა-ესპანიოლი
ბეტისი-ბარსელონა

რეალის დარჩენილი 4 მატჩი
(2 შინ, 2 სტუმრად)
რეალი-სევილია
ბილბაო-რეალი
გრანადა-რეალი
რეალი-მალიორკა

მესი VS რონი
ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ "ელ კლასიკო" ორქულიანია. ჩვენს "ტურნირში" ლეო მესი 20:19-ს უგებდა კრიშტიანო რონალდოს.

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "რეალთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში. მან კარისკენ ერთხელ დაარტყა, ისიც არაზუსტად.

მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ, თავადაც 3-ჯერ დაარღვია თამაშის წესი. ის ორჯერ მოხვდა თამაშგარე მდგომარეობაში.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "ბარსელონასთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში. მან კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი. მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი 5-ჯერ დაარღვია წესი. რონალდო 2-ჯერ მოხვდა ოფსაიდში.

პორტუგალიელმა მოუგო არგენტინელს 2:0 და საერთო ჩათვლაში გადაასწრო: 21:20.

ტურის სიმბოლური ნაკრები
ესპანური Goal.com. 3-4-3

მუნუა (ლევანტე) - სერხიო რამოსი (რეალი), გოდინი (ატლეტიკო), კოენტრაო (რეალი) - არდა თურანი (ატლეტიკო), იოზილი (რეალი), ხედირა (რეალი), ფეგული (ვალენსია) - კანალესი (ვალენსია), სოლდადო (ვალენსია), რონალდო (რეალი).
მე-12 ფეხბურთელი: ველა (რეალ სოსიედადი)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო (რეალი).

ტურის ანტინაკრები
ესპანური Goal.com. 4-3-3

ფაბრისიო (ბეტისი) - ხუანფრანი (ატლეტიკო), კასადო (რაიო ვალეკანო), ალვარო (რასინგი), დორადო (ბეტისი) - კოუტინიო (ესპანიოლი), ჩავი (ბარსელონა), ბენატი (ბეტისი) - ტელიო (ბარსელონა), მოლინა (ბეტისი), დელ მორალი (სევილია).
მე-12 ფეხბურთელი: მესი (ბარსელონა)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა)

ტურის გმირი
კრიშტიანო რონალდო (რეალი)

გაიტანა გადამწყვეტი გოლი ჩემპიონატის უმთავრეს დაპირისპირებაში - გოლი, რომელმაც "რეალს" "კამპ ნოუზე" 3 ქულა მოუტანა, ხოლო "ბარსელონას" შინ 54-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა.

ტურის ფრაზები
ჟოზე მოურინიო: "რეალს" ჯერ არაფერი მოუგია", - მადრიდელთა თავკაცი ცივ გონებას ინარჩუნებს.

მიჩელი: "სევილიას" არ უმართლებს, თუმცა თავს არ ვიმართლებთ", - ანდალუსიელთა თავკაცი "ლევანტესთან" 1:1-ის შემდეგ.

პეპე მელი: "ვალენსია", რა თქმა უნდა, გვჯობდა, მაგრამ მსაჯი რაღას გვერჩოდა?!" - "ბეტისის" თავკაცის რიტორიკული შეკითხვა.

ხოსე სანდოვალი: "რაიო ვალეკანომ" წააგო, მაგრამ წააგო ღირსეულად", - "ელვების" თავკაცი "სპორტინგთან" მარცხის მერე.

უნაი ემერი: "ნებისმიერ პროცესს აქვს დასაწყისი და დასასრული", - "ლოს ჩეს" თავკაცი სეზონის ბოლოს გუნდიდან წავა.

კრისტიან ტელიო: "არა და არ უნდოდა ბურთს "რეალის" კარში შეფრენა", - "ბარსელონას" ახალგაზრდა ფორვარდი, რომელმაც ორჯერ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

სერხიო ბუსკეტსი: "ბარსა" სჯობდა "რეალს", - ყველას თავისი აზრი აქვს...

ესპანური ფეხბურთის სისუსტე - მსაჯები
მუნის ფერნანდესი (ვალენსია-ბეტისი) - 4 "მარკა" (10-ბალიანი შეფასებით)
რა დააშავა: 4 გოლის ეპიზოდიდან მხოლოდ ერთში იყო მართალი. გაუძევა "ბეტისს" ორი ფეხბურთელი.

ტურის ხუთი საუკეთესო გოლი
1. არდა თურანი (ატლეტიკო) - პირველი გოლი "ესპანიოლის" კარში (საგოლე პასი: ხუანფრანი)
2. არდა თურანი (ატლეტიკო) - მეორე გოლი "ესპანიოლის" კარში (საგოლე პასი: დიეგო გოდინი)
3. კარლოს ველა (რეალ სოსიედადი) - "ვილიარეალის" კარში (საგოლე პასი: ჩაბი პრიეტო)
4. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - "ბარსელონას" კარში (საგოლე პასი: მესუთ იოზილი)
5. სოფიან ფეგული (ვალენსია) - "ბეტისის" კარში (საგოლე პასი: სერხიო კანალესი)

ტურის სტატისტიკა
შენიშვნა: წუხანდელი მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის

21 გოლი ტურში (2,33 მატჩში). 5 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 2 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 49 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: არავინ
დუბლი: არდა თურანი (ატლეტიკო).
ალვარო ნეგრედომ (სევილია) ვერ გაიტანა პენალტი
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაიმე სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 98 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "ელ სარდინიერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - სევილია
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 7 - ატლეტიკო, ვალენსია
ყველაზე მეტი ჯარიმა: 20 - რეალი
ყველაზე მეტი კუთხური: 12 - ბილბაო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - ხეტაფე, ბილბაო, ვალენსია
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 68% - სევილია

XXXIV ტური

მალიორკა-სარაგოსა 1:0
საუკეთესო: ვიქტორ კასადესუსი (მალიორკა)

სპორტინგი-ვალეკანო 2:1
საუკეთესო: მატე ბილიჩი (სპორტინგი)

ბარსელონა-რეალი 1:2
საუკეთესო: სერხიო რამოსი (რეალი)

სევილია-ლევანტე 1:1
საუკეთესო: გუსტავო მუნუა (ლევანტე)

სოსიედადი-ვილიარეალი 1:1
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

გრანადა-ხეტაფე 1:0
საუკეთესო: კარლუშ მარტინში (გრანადა)

რასინგი-ბილბაო 0:1
საუკეთესო: გაისკა ტოკერო (ბილბაო)

ატლეტიკო-ესპანიოლი 3:1
საუკეთესო: არდა თურანი (ატლეტიკო)

ვალენსია-ბეტისი 4:0
საუკეთესო: სერხიო კანალესი (ვალენსია)

ოსასუნა-მალაგა 1:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, ლოლო, ფლანიო, დამია - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო, ნინო, ტიმორი (73. ლამა) - ლეკიჩი (77. ომვუ).
მალაგა (4-2-3-1): კამენი - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - მარესკა, ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (69. ელიზეუ), კასორლა, ისკო (90. დუდა) - რონდონი (57. ვან ნისტელროი).
გოლები: 1:0 ნინო (53), 1:1 კასორლა (67)
გაფრთხილება: სეხუდო, დამია - ვან ნისტელროი
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-14 (4-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 20 000

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 34 28 4 2 109-30 88
2. ბარსელონა 34 25 6 3 97-26 81
3. ვალენსია 34 15 10 9 54-42 55
4. მალაგა 34 15 7 12 50-47 52
5. ლევანტე 34 14 7 13 48-47 49
6. ბილბაო 34 12 12 10 49-44 48
7. ატლეტიკო 34 13 9 12 47-42 48
8. ოსასუნა 34 11 14 9 38-54 47
9. სევილია 34 12 10 12 41-39 46
10. ესპანიოლი 34 12 9 13 44-46 45
11. ხეტაფე 34 12 9 13 38-45 45
12. მალიორკა 34 11 10 13 36-41 43
13. ბეტისი 34 12 6 16 40-47 42
14. სოსიედადი 34 10 10 14 41-50 40
15. ვალეკანო 34 12 4 18 50-60 40
16. გრანადა 34 11 6 17 31-49 39
17. ვილიარეალი 34 8 13 13 35-48 37
18. სარაგოსა 34 8 7 19 29-60 31
19. სპორტინგი 34 8 7 19 35-64 31
20. რასინგი 34 4 14 16 24-53 26

ბომბარდირები
42 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 41 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 22 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 21 - გონსალო იგუაინი (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 16 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 15 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 14 - არუნა კონე (ლევანტე), რუბენ კასტრო (ბეტისი).

ასისტენტები
16 - მესუთ იოზილი (რეალი); 14 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი); 11 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 10 - დანი ალვეში (ბარსელონა); 9 - ხესუს ნავასი (სევილია); 8 - სერხიო გარსია (ესპანიოლი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), რაულ გარსია (ოსასუნა).

გოლი+პასი
55 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 53 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 26 - გონსალო იგუაინი (რეალი); 24 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 23 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 20 რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ზამორას ტროფეი
0,76 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,88 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,16 - ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,25 - ვილი კაბალიერო (მალაგა); 1,28 - დუდუ ავატე (მალიორკა); 1,29 - გორკა ირაისოსი (ბილბაო).

მომდევნო ტური
28 აპრილი: ესპანიოლი-სპორტინგი, ხეტაფე-მალიორკა, ლევანტე-გრანადა, რეალ სოსიედადი-რასინგი, ვილიარეალი-ოსასუნა.
29 აპრილი: რეალი-სევილია, სარაგოსა-ბილბაო, მალაგა-ვალენსია, ბეტისი-ატლეტიკო, რაიო ვალეკანო-ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული