"ვალენსია" სერხიო კანალესის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"ვალენსიის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა სერხიო კანალესმა ტრავმა მიიღო და თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება.

ჰავბეკმა მუხლი ევროპის ლიგის ნახევარფინალურ მატჩში დაიზიანა, სადაც "ღამურები" მადრიდის "ატლეტიკოსთან" საპასუხო შეხვედრაში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

ჰავბეკი 59-ე წუთზე ჟერემი მატიემ შეცვალა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს ვერ ითამაშებს კანალესი, თუმცა ექიმებმა დაადგინეს, რომ ესპანელმა მუხლის მყესები გაიწყვიტა.

მომზადებულია MARCA-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული