ამასთან, პეპმა უპასუხა მთავარ შეკითხვას - სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას.
"ოთხი წელი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე - ეს მართლა მარადიულობაა. სრულიად ღონემიხდილი ვარ და ძალების აღდგენა მჭირდება.
მოთხოვნები ძალზე მაღალია, მწვრთნელი კი ყოველთვის ძლიერი უნდა იყოს.
ვიცი, რომ "ბარსელონაში" მუშაობა დიდი პრივილეგიაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ახლა დრო მჭირდება, რათა ის ჟინი დავიბრუნო, რომელიც ამ კლუბში
მე "ბარსელონას" კმაყოფილების შეგრძნებით ვტოვებ და ამას ამაყად ვაცხადებ, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან ორ ტურნირში ხელი მოგვეცარა.
ამ წუთში არავის გაწვრთნას ვაპირებ. მართლა მთელი ენერგია შევალიე ამ სამუშაოს და არ ვთვალთმაქცობ.
"ბარსელონამ" სწორი არჩევანი გააკეთა, გუნდის მთავარ მწვრთნელად ტიტო ვალინოვა რომ დანიშნა. მას ფეხბურთელები კარგად იცნობენ", - თქვა პეპმა.