ლიონელ მესი: ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე მისვლა ვერ გავბედე

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ გუნდიდან წასვლის შესახებ პეპის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

"პეპის მადლობელი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა, როგორც ადამიანისთვის და როგორც ფეხბურთელისთვის.

პრესკონფერენციაზე არ მივსულვარ, რადგან ვიცოდი, ემოციებს ვერ შევიკავებდი.

ჟურნალისტები, ალბათ, ფეხბურთელებს პირდაპირ სახეებში უყურებდნენ, რომ მათი მწუხარება დაეფიქსირებინათ. მე კი არ მინდოდა ჩემი ემოციების საჯაროდ ჩვენება", - დაწერა არგენტინელმა ფეხბურთელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ადამიანი ხარ ლეო! ყველაზე მეტად შენ დაგაკლდება გვარდიოლა.
zazaji
19:03 27-04-2012
0
რაგაც პირიქით მგონია სეხნი. ასეთი გუნდიდან არ უნდა ცასულიყო. მითუფრო ამბობენ ნეიმარი უნდა ეყიდათ.ბარსას ერთი კარგი მეკარე ჩირდება და რავიცი , ხო ისე ერთი უნივერსალი მცველიც არ აცკენდათ.გული მცხდება ....
zaza
22:18 27-04-2012
0

სიახლეები პოპულარული