კარლკეს პუიოლი: ლიონელ მესის და ხოსეპ გვარდიოლას კონფლიქტი არ მოსვლიათ

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა უარყო ინფორმაცია, თითქოს გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა "ბლაუგრანადან" თავდამსხმელ ლიონელ მესისთან უთანხმოების გამო წავიდა.

შეგახსენებთ, გვარდიოლა თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. გვარდიოლას გუნდის სათავეში მისი ასისტენტი ტიტო ვილანოვა შეცვლის.

"მესის გვარდიოლასთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს. ლეო გვარდიოლას ბოლო პრესკონფერენციაზე იმიტომ არ იყო, რომ გუნდის ოთხმა კაპიტანმა გადაწყვიტა, მას მხოლოდ ისინი დასწრებოდნენ. ჩვენ ყველანი გვარდიოლას მხარს ვუჭერთ და მისი მადლიერები ვართ", - განაცხადა პუიოლმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული